დასახლება V. COAST

scroll

ცხოვრება
დიდი წყლის სიახლოვეს

დიდი მდინარე ვოლგა - დასახლების ჩამოყალიბების იდეის მთავარი ფაქტორი. იგი არის ჩვენს მოცემულობაში მდინარის იდენტობის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იძლევა მძლავრ კონცეპტუალურ ორიენტირს, და მასზეა დამოკიდებული როგორც არქიტექტურის საერთო სტილი, ასევე ზოგადი გეგმარებითი კარკასი, კეთილმოწყობის ელემენტები, ყველა საჭირო მახასიათებლის, სახელწოდების, საფირმო ნიშნის, ან ლოგოს ჩათვლით.

  • ფართობი: 25,6 ჰა
  • პროექტის მასშტაბი: 210 ბინათსაკუთრება
  • წელი: 2023
მდინარით განპირობებული იდენტურობა
წყლის პირველი ხაზი
ბუნებასთან მჭიდრო კავშირი
ერთიანი დიზაინ კოდი
კუბისტური ფორმულა

დასახლების გენგეგმა

 

 

ჩვენ გავითვალისწინეთ პროექტის დამკვეთის სურვილი და სამშენებლო ტერიტორია სეგმენტებად დავყავით სამ ბლოკად, რამაც შემდგომში გავლენა იქონია მის ტიპოლოგიაზე. ამ პროექტის განსაკუთრებული სახასიათო ნიშანი - ეს არის ტერიტორიის ბალანსი ცენტრალურ მიზიდულობის წერტილთან, ანუ ცენტრთან. მსგავსი ფართომასშტაბიანი პროექტების შექმნისას ჩვენთვის დამახასიათებელია ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონების განშტოებული სისტემების მოწყობა მთლიანი გეგმარებითი ობიექტის ტერიტორიაზე. ჩვენ აქვე ვითვალისწინებთ მიწის თავდაპირველ საკადასტრო ფუნქციას და პროექტის ამოსავალ წერტილად, რომელზეც შემდეგში მთელი პროექტის გეგმარებისას გვექნება სწორება, ვიღებთ წყლის აკვატორიაში არსებულ ხელოვნურ ნაგებობას.

 

V. COAST

ტერიტორიის ანალიზი

ასეთი მასშტაბის პროექტზე მუშაობა ყოველთვის იწყება საწყისი მონაცემების ანალიზისა და გადამუშავების სტადიიდან. ანალიზის საფუძველზე ჩვენ განვსაზღვრავთ საპროექტო ადგილმდებარეობის ძლიერ და სუსტ მხარეებს, რომლებიც საფუძვლად უდევს დასახლების კონცეფციას და რომლის გარშემოც შემდგომში განთავსებულია მთელი პროექტი.

ტერიტორიის უპირატესობა

  1. მდინარის ხედებზე გასათვალისწინებული აქცენტები
  2. ადგილზე არსებული ტყის მასივები
  3. ტყის მასივების ხედებზე გასათვალისწინებული აქცენტები
  4. დასასვენებელ ადგილთან / დასახლებასთან სიახლოვე
  5. ლამაზი ბუნება
  6. წყალთან გასასვლელზე წვდომა

ტერიტორიის უარყოფითი მხარეები

  1. სამშენებლო ნაკვეთამდე მისასვლელი ასფალტირებული გზის არ არსებობა
  2. განვითარებული ინფრასტრუქტურის არ არსებობა
  3. ქალაქიდან მოშორებულ მანძილზე მდებარეობა

ობიექტამდე მისასვლელად საჭირო დრო

 

ხელმისაწვდომობის რადიუსები

 

განათებული ადგილების მიმართ ორიენტაცია

 

აქცენტები ხედებზე

 


შთაგონების წყაროები

სახლების არქიტექტურული იერ - სახეც და პროექტში გამოყენებული კეთილმოწყობის ელემენტებიც იმეორებს მდინარისა და გემის თემატიკას. რითიც ხაზს უსვამს მდინარე ვოლგასთან სიახლოვეს და მჭიდრო ურთიერთკავშირს.

V. COAST

აქცენტები ტყის მასივზე გამავალ ხედებზე

არსებული ტერიტორია მდიდარია ტყის მასივებით, ხშირი ხეებით, რომლებიც ქმნიან ბუნებრივ გვირაბებს. აქ ასევე ვხვდებით ველურ მცენარეებს, რაც საპროექტო ადგილს ანიჭებს უნიკალურ ხასიათს.

 

აქცენტები მდინარეზე გამავალ ხედებზე

მდინარე მშვიდად მიედინება მწვანე მინდვრებსა და ტყიან ნაპირებს შორის. ეს სურათი ქმნის საოცარ ვიზუალურ ხედებს, რომელთა გარემოცვაშიც შესაძლებელია დატკბე მზის ამოსვლისა და ჩასვლის თვალწარმტაცი სიუჟეტებით და ამასთანავე თვალი ადევნოთ წყლის დინებას.

მდინარეზე გასასვლელი

ტერიტორიაზე მდინარისა და ტბის არსებობა საშუალებას იძლევა, რომ სტუმრებმა იცურონ და საწყლოსნო სპორტის სახეობებით გაერთონ. ასევე, შესაძლებელია, უბრალოდ დატკბნენ მდინარის ხეობის სიგრილითა და სილამაზით. ეს შესანიშნავი ადგილია საცურაოდ, სანაპიროზე პიკნიკის მოსაწყობად და ნავით გასეირნებისთვის.

 

დასასვენებელი კურორტის სიახლოვე და მასთან შერწყმული პირადი სივრცის ხელმისაწვდომობა

დასახლებასთან ახლოს არის კურორტი, რომელიც გთავაზობთ დასვენებისა და გართობის მრავალფეროვან შესაძლებლობას. სტუმრებს საშუალება აქვთ ესტუმრონ რესტორნებს, სპა - სალონებს, აუზებს და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებაში. ამგვარად, დასვენება ბუნებაში ჰარმონიულად ერწყმის კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს.

ერთიანი დიზაინ - კოდი

 
 

ესთეტიკის სტრატეგია ჩვენ შევქმენით დამკვეთთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე და შთაგონების წყაროს კვლავ წარმოადგენდა წყლისა და მდინარის მოტივები: ლითონის ილუმინატორები, ქარისაგან დაბერილი აფრების ფორმა, ხის ფიცარნაგი და ა. შ. ჩვენ ახლებურად გავაანალიზეთ ეს ელემენტები და ამა თუ იმ ფორმით ავსახეთ ისინი აღნიშნულ პროექტში.

ერთიანი დიზაინის კოდი გადაიცემა კომპლექსის გამწვანებისა და ექსტერიერის დეტალებში, ნაზად მიედინება სახლების ინტერიერის ესთეტიკას და ქმნის ერთიან ვიზუალურ კომპოზიციას.

მასალების მშვიდი, ერთიანი მსუბუქი პალიტრა გლუვ ხაზებთან ერთად მიუთითებს მდინარის არქიტექტურაზე და ცხოვრების სწორ სიჩქარეზე.

 

საცხოვრებლების ტიპოლოგია

იმისათვის, რომ მდინარე ვოლგის სანაპიროზე მაცხოვრებელთა მრავალფეროვანი საჭიროებები დავაკმაყოფილოთ, დასახლებაში არსებული ყველა სახლი გავაერთიანეთ სამ ძირითად სეგმენტში: Comfort, Comfort+ და Business. სახლის ყოველი ტიპი შექმნილია თითოეული მაცხოვრებლის ინდივიდუალური მოთხოვნისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, რაც მათ საშუალებას აძლევს აირჩიონ ოპტიმალური საცხოვრებელი, რომელიც შეესაბამება მათ სურვილებსა და მოთხოვნებს.

Business

  • V. COAST
    270 м²
  • V. COAST
    270 м²
  • V. COAST
    250 м²

Comfort+

  • V. COAST
    173 м²
  • V. COAST
    150 м²
  • V. COAST
    173 м²

Comfort

  • V. COAST
    105 м²


მდინარე ვოლგის სანაპიროს მაცხოვრებლები - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ დატკბნენ აქტიური ცხოვრების წესით, აფასებენ კომფორტს და თანამედროვე კეთილმოწყობილ გარემოს. მათ იციან, რომ ჰარმონიისა და კმაყოფილების მისაღწევად, მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ადგილი დაუთმონ ყველაზე მთავარს: საკუთარ თავსა და ძვირფას ადამიანებს. იმის მიუხედავად, თუ რომელ სეგმენტს აირჩევენ, საერთო მახასიათებლად რჩება ცხოვრების მაღალი ხარისხისა და ბუნებასთან ჰარმონიის მიმართ მისწრაფება.

V. COAST

საზოგადოებრივი სივრცის ორგანიზება

ბირთვი

პროექტის საზოგადოებრივი ცენტრალური ბირთვი - ეს არის წყლის აკვატორიაში არსებული ხელოვნური ნაგებობა, რომელიც როგორც ვიზუალური საცნობი მანიშნებელი, ისე გამოიყურება კომპლექსისი შემადგენლბაში და ასევე კრებს და აერთიანებს ცენტრისაკენ ყველა საფეხმავლო ბილიკსა და კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ საზოგადოებრივ სივრცეს: სარეკრეაციო ცენტრს რესტორნებით, სპორტულ მოედნებს, კერძო და საჯარო ნავების სადგომებს, წყალზე გასასვლელებს. დასახლების თითოეულ წევრს შეუძლია იქირაოს კატერი, ან საკუთარით ისეირნოს მდინარეში.

 

 

 

V. COAST

შესასვლელების ჯგუფი

ამ ადგილიდან იწყება პირველი ვიზუალური და ფიზიკური კონტაქტი დასახლებასთან. შესასვლელების ჯგუფი წარმოადგენს მნიშვნელოვან არქიტექტურულ ელემენტს, რომელიც გავლენას ახდენს კომპლექსის ფუნქციურობის, უსაფრთხოებისა და ესთეტიკური ნაწილების აღქმაზე.

 

 

 

V. COAST

საფეხმავლო და ბულვარის ქსელები

საფეხმავლო ინფრასტრუქტურა გადაწყვეტილია ბულვარის სისტემის ფარგლებში: ქუჩები, ცალმხრივი მოძრაობით და ცენტრში თვალწარმტაცი ბულვარი, კონტრასტულად არის გადაჯაჭვული ცენტრალურ სასეირნო ბილიკთან, რომელსაც მივყავართ წყლის აკვატორიაში არსებული ხელოვნური ნაგებობისაკენ და ისინი ერთმანეთს ხვდებიან საწყის წერტილში.

 

 

  • ცალმხრივი მოგზაურობა
  • მოძრაობის დამამშვიდებლები
  • ბულვარი

 

scroll

მოგეწონათ პროექტი?

გააზიარეთ ბმული:
scroll
ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე