ყველაფერი იწყება სახლის მშენებლობის იდეით. გამოუცდელი დამკვეთი ერთბაშად ვერ აღიქვამს რა არის მისთვის უკეთესი: დაუკვეთოს პროექტი ნულიდან ადგილობრივ არქიტექტორებთან თუ შეიძინოს მზა პროექტი ინტერნეტით. ორივე გზა არის ნაწილობრივ გამართლებული, მაგრამ დამკვეთი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს, რომ ყველა მზა პროექტი ვერ მოერგება იმ კონკრეტულ ადგილს და კონტექსტს სადაც მისი რეალიზება არის განზრახული.
ინდივიდუალიური მიდგომ დიზაინში ნიშნავს უკომპრომისობას
სტანდარტული მზა სახლის პროექტები ხშირი დაკვეთაა, რადგან მათი ღირებულება დაახლოებით 3-ჯერ იაფია ვიდრე ნულიდან დაწყებული არქიტექტურული დიზაინი. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გააზრება რომ ეს მხოლოდ სრული პროექტის ღირებულების 3−5% პროცენტია. მოცემული სრულიად დამოკიდებულია დამკვეთის სურვილებზე, ან ეკონომიას აკეთებ პროექტირების ეტაპზე, ყიდულობ სტანდარტულ პროექტს და კომპრომისებზე მიდიხარ შენს სურვილებთან, ან უკვეთავ ინდივიდუალურ სახლის დიზაინს და იღებ პროექტს, რომელიც სპეციალურად შენი ცხოვრების წესზე და სურვილებზე არის მორგებული.
გაინტერესებს როგორია სამუშაო პროცესი ჩვენს ბიუროში?
- პირველ რიგში კლიენტი მოდის ნაკვეთის საკადასტრო გეგმით. მნიშვნეოვანია სახლის პოზიციონირება რაციონალურად, რათა ხედები და დღის შუქი სწორად გადანაწილდეს და სახლი მოხმარებისას იყოს კომფორული და ენერგო ეფექტური. სახლის ფორმა და არქიტექტურა ხშირად დამოკიდებულია სწორედ საპროექტო ტერიტორიაზე. კონტრაქტის გაფორმების შემდგომ, პირველ რიგში ჩვენი გუნდი ახორციელებს ვიზიტს საპროექტო ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ წინასწარ ესკისზე მუშაობას. ესკიზის მიზანია რომ შექმნა სახლის კონცეფცია, განსაზღვრო ფორმა, სართულიანობა, როგორ ერგება სახლი არსებულ კონტექსტს.
- წინასწარი ესკიზის დემონსტრირების და შეთანხმების შემდგომ ვიწყებთ მუშაობას სქემატურ დიზაინზე. სქემატური დიზაინი მოიცავს ყველა საჭირო დოკუმენტს რათა მოიპოვო მშენებლობის ნებართვა.
თუ თქვენ გადაწყვეტთ ZROBIM architects-თან თანამშრომლობას, არ ხართ ვალდებულები იცოდეთ ნახაზების კითხვა. პროექტირების დროს თქვენ საშუალება გექნებათ 3D -ში ნახოთ შენობის ყველა ნაწილი, როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის. მოწინავე პროგრამები გვაძლევს ამის სრულ საშუალებას.
- სქემატური დიზაინის დასრულების შემდგომ ჩვენ გადავდივართ სახლის 3D ფოტორეალისტურ ვიზუალიზაციაზე. მოცემულ ეტაპზე უკვე განსაზღვრულია სახლის ყველა დეკორის მასალა, მათი ფერი და ტექსტურა, ასევე კარ-ფანჯრების ღირებულება, გადახურვის ტექნოლოგია, პარაპეტები და ა.შ.
- შემდგოვ მოსდევს სამშენებლო დოკუმენტაციის ეტაპი. მოცემულ ეტაპზე ჩვენ უკვე ვთანმხდებით ყველა დეტალზე: სახლის მასალები, კიბეები, სპეციფიკაციები და ა.შ. დიზაინერის მუშაობის შედეგად, კლიენტი ღებულობს სრულ სამშენებლო პროექტს, ყველა საჭირო ნახაზებით და სპეციფიკაციებით, რომელიც ელექტრონულად და ამობეჭდილი გადაეცემა დამკვეთს.
- კონტრაქტორთან მოლაპარაკების და მშენებლობის პროცესის მობილიზების დროს, ჩვენ როგორც დამატებით მომსახურებად, შეგვიძლია განვავითაროთ საინჟინრო სისტემების პროექტი.
- გათბობა და ვენტილაცია;
- წყალმომარაგება; წყალ არინება;
- საქვაბის თერმომექანიკა.
ჩვენ ვმუშაობთ 10 წელზე მეტია და ამ დროის განმავლობაში შევქმენით, პროექტის აღსრულების ზუსტი გეგმა და მეთოდოლოგია.
ყველა ეტაპი სრულდება კონტრაქტის შესაბამისად, რაც არის მაღალი ხარისხის და სამუშაოების ვადებში შესრულების გარანტია.