პროექტის აღწერა

კონცეპტუალურად ეს სახლი თავისი სტილით აგრძელებს მდინარისა და პორტის თემატიკას, რომლითაც გამოირჩევა მთელი დასახლება. სახლის ძირითადი იდეა და მისი ფორმების ჩამოყალიბებას ძირითადად განაპირობებს საპროექტო გადაწყვეტა, რომლის მიხედვითაც სივრცე გაყოფილია სამ ფუნქციურ ნაწილად: საყოფაცხოვრებო, საერთო და კერძო. მეორე სართული სრულად კერძოა და მისი ღერძი 17 გრადუსით არის შემობრუნებული პირველი სართულის ღერძის მიმართ. ამ მეთოდით მივაღწიეთ სახლის ფანჯრებიდან გარემოს ხედვის ორიენტაციის ცვლილებას. ამასთანავე, სახლის არქიტექტურული იერ - სახე უფრო დინამიური გახდა. სახლის ერთ - ერთი საინტერესო თავისებურებაა გადახურვა, რომელიც ხურავს როგორც ავტოსადგომებს, ასევე, გალერეას და ქმნის პირველი სართულის ერთიან დასრულებულ მოცულობას.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

მეორე სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე