სოციალური დასახლება Social Village

Social Village

სოციალური დასახლება
by ZROBIM architects
scroll

თანამედროვე მიდგომა სოციალური საცხოვრისის მიმართ

დროებითი სახლი არ ნიშნავს ცუდს. ჩვენი სოფელი ნოვოროსიისკის მახლობლად არის სოციალური პროექტი დაუცველი ჯგუფებისთვის. მისი კონცეფცია არის ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ადამიანები და ოჯახები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით უსახლკაროდ არიან, შეძლებენ რეაბილიტაციას, იმუშაონ და დაიბრუნონ სოციალური სტატუსი.

  • ფართობი: 1,4 ჰა
  • პროექტის მასშტაბი: 17 სახლი
  • წელი: 2021
საზოგადოებრივი თემის ფორმირება
რეკრეაციული ინფრასტრუქტურა
სწავლა და სწავლება
უსაფრთხო გარემო
ბიუჯეტის ოპტიმიზაცია

პროექტი შექმნილია და ვითარდება როგორც მეცანატური ინიციატივა ბიზნესმენთა ჯგუფის მიერ

თანამედროვე საზოგადოებაში ხშირია მოვლენები, რომლის შედეგადაც ადამიანი, ან ოჯახი კარგავს საცხოვრებელს სხვა ადგილზე გადასვლის შესაძლებლობის გარეშე, რაც აიძულებს მათ ცხოვრება დაიწყონ ნულიდან. ჩვენი, როგორც არქიტექტორების ამოცანა არა მხოლოდ გამომხატველი არქიტექტურული სახეებისა და მოდური გეგმარების შექმნაა, არამედ, გარემოსი, რომელიც, დაეხმარება დასახლების დროებით მაცხოვრებელს გაიაროს სოციალური რეაბილიტაცია, მიიღოს კვალიფიციური დახმარება, დაეუფლოს ახალ სპეციალობას, და საბოლოო ჯამში, საკუთარი პრობლემების გადაჭრის შემდეგ, დატოვოს ასეთი დასახლება.

 

თუმცა, კომფორტის მიღმა, აღნიშნულ დასახლებაში არსებულმა გარემომ ასევე უნდა უბიძგოს ადამიანს დატოვოს იგი და იზრუნოს საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ამიტომ, აქ რამდენიმე ბინას აქვს საერთო სამზარეულო, საკმაოდ მოკრძალებული ზომის ინდივიდუალური სახლები დაყოფილია მხოლოდ საძინებელ ბლოკებად. ამგვარად, მსუბუქი საყოფაცხოვრებო დისკომფორტი აქ მაცხოვრებელი ადამიანისათვის ასრულებს მოტივაციის ასამაღლებელ როლს.

Social Village

დასახლების გენგეგმა

ნაკვეთზე მთავარი ობიექტია ძირითადი საცხოვრებელი კორპუსი ბინებით და საერთო ჰოლით. იქვე გათვალისწინებულია საგანმანათლებლო კლასები და ორი მცირე სახელოსნო: ტექსტილის წარმოებისათვის და სადურგლო. ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე განლაგებულია სამი ტიპის საცხოვრებელი სახლები, მკაფიოდ განსაზღვრული ნაკვეთის საზღვრების გარეშე. ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია სპორტული მოედნები, ტერასები იოგასთვის და ფილმის საყურებლად, საყოფაცხოვრებო ნაწილი.

ანგარიშგების მაჩვენებლები

 

 

ამ პროექტში დიდი ადგილი ეთმობა აქ დროებით მაცხოვრებელი ადამიანების სოციალიზაციასა და თემის ფორმირებას. ამიტომ, ტერიტორიის დიდ ნაწილს იკავებს რეკრეაციული და საზოგადოებრივი ზონები. ამასთანავე, საცხოვრებელი სახლებიდან ამ ზონებთან მისასვლელად გათვალისწინებულის საფეხმავლო ბილიკები.

 

პროექტის არეალი - 1,4 ჰა

 

58%
გამწვანების
ფართობი

8120,23 კვ.მ

25%
საფარის
ფართობი

3501,38 კვ.მ

17%
შენობის
ფართობი

2270,70 კვ.მ

საცხოვრებლის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები

სახლების ტიპები სახლი ტიპი "ა" სახლი ტიპი "ა-2" სახლი ტიპი "ბ" სახლი ტიპი "ვ" სახლი ტიპი "ვ-2" საერთო საცხოვრებელი სახლი
მოშენების ფართი (კვ.მ) 80,6 80,6 98,3 113,6 113,6 1417,3
სამშენებლო მოცულობა (მ³) 174 174 197 219 219 859
საერთო ფართი (კვ.მ) 56 56 53 57 57 3120,1
საცხოვრებელი ფართი (კვ.მ) 42,2 42,2 26 32,9 32,9 417,7

არქიტექტურული დიზაინ-კოდი

მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროექტის განხორციელების ბიუჯეტიც. ამიტომ, შენობების კარკასები ხის კონსტრუქციებითაა აწყობილი. ხოლო, ტერიტორიის კეთილმოწყობა შეძლებისდაგვარად ინტეგრირდა არსებულ ლანდშაფტში.

როგორც არქიტექტურული შენობების, ისევე ლანდშაფტის ელემენტების დიზაინ-კოდი მიზნად ისახავს ასახოს პროექტის იდეური არსი: არ გამოიწვიოს ასოციაციები მუნიციპალურ სოციალურ ობიექტებთან, შთააგონოს ადამიანი ისწრაფვოდეს ახალი მიზნებისაკენ. ამიტომ, სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალად ვიყენებთ ბუნებრივ ხეს, უჟანგავ მეტალს და ვერიდებით მკვეთრი ფერების გამოყენებას.

 

Social Village

საერთო საცხოვრებელი სახლი

საცხოვრებელი კორპუსის პროექტირებისას, ჩვენი ამოცანა იყო, სივრცის ფუნქციური ორგანიზებისას მინიმუმამდე დაგვეყვანა საზოგადოდ მიღებული შეხედულება სოციალური (საერთო საცხოვრებლები და თავშესაფრები) საცხოვრებლებისადმი. ერთ-ერთი ხერხი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად, არის შიდა ეზოების მოწყობა ინდივიდუალური გასასვლელებით ბინებიდან კორპუსის გარშემო არსებულ ტერასა-გალერეებში.

სახლის გეგმა. საზოგადოებრივი ბლოკი

1.

საერთო ოთახი

128,60 კვ.მ

2.

დერეფანი

37,09 კვ.მ

3.

სამრეცხაო

9,01 კვ.მ

4.

გასახდელი

8,17 კვ.მ

5.

სანკვანძი

1,27 კვ.მ

6.

საშხაპე

2,33 კვ.მ

7.

საშხაპე

2,35 კვ.მ

8.

სანკვანძი

1,27 კვ.მ

9.

გასახდელი

8,12 კვ.მ

10.

გამანაწილებელი

9,05 კვ.მ

11.

სახელოსნო

51,76 კვ.მ

12.

სახელოსნო

56,46 კვ.მ

13.

სასაწყობე ფართი

4,86 კვ.მ

14.

დერეფანი

5,08 კვ.მ

15.

სასტუმრო ოთახი

23,48 კვ.მ

16.

საძინებელ-კაბინეტი

8,29 კვ.მ

17.

სანკვანძი

4,96 კვ.მ

18.

საძინებელი

9,88 კვ.მ

19.

საძინებელი

15,73 კვ.მ

20.

სასტუმრო ოთახი

38,57 კვ.მ

21.

საგარდერობე

2,64 კვ.მ

22.

საძინებელი

12,77 კვ.მ

23.

საძინებელი

9,87 კვ.მ

24.

სანკვანძი

5,62 კვ.მ

25.

საძინებელი

9,87 კვ.მ

26.

საძინებელი

15,56 კვ.მ

27.

სასტუმრო ოთახი

38,34 კვ.მ

28.

საძინებელი

15,81 კვ.მ

29.

საძინებელი

9,61 კვ.მ

30.

სანკვანძი

4,90 კვ.მ

31.

საძინებელი

9,61 კვ.მ

32.

საძინებელ-კაბინეტი

12,91 კვ.მ

33.

გასახდელი

2,59 კვ.მ

34.

სასტუმრო ოთახი

30,25 კვ.მ

35.

საძინებელ-კაბინეტი

7,97 კვ.მ

36.

სანკვანძი

4,14 კვ.მ

37.

საძინებელი

8,12 კვ.მ

38.

საძინებელი

12,45 კვ.მ

39.

საგარდერობე

3,15 კვ.მ

 

ჯამი

642,48 კვ.მ

 

ფუნქციური ზონირება

პირობითი აღნიშვნები:

 
სახელოსნოები
 
სამეურნეო ბლოკი
 
საერთო ოთახი
 
პატიოს ზონა
 
საცხოვრებელი ოთახები, ტიპი 1
 
საცხოვრებელი ოთახები, ტიპი 2
 
საცხოვრებელი ოთახები, ტიპი 3
 
საცხოვრებელი ოთახები, ტიპი 4
Social Village

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ფართების მიხედვით იყოფა სამ ტიპად და განკუთვნილია სხვადასხვა შემადგენლობის ოჯახებისათვის. გეგმარებითი გადაწყვეტა ჩამოყალიბებულია ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. ამასთანავე, თითოეულ სახლს გააჩნია საკუთარი ტერასა.

Social Village

საცხოვრებელი სახლი ტიპი „ა“

ესენია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ერთბავშვიანი ოჯახებისათვის. პროექტი ითვალისწინებს შენობის საბაზო შემადგენლობას. ასევე, ანტრესოლს დამატებითი საძინებელი ადგილით.

 

სახლის გეგმა

1.

სამზარეულო-საერთო ოთახი

21 კვ.მ

2.

საძინებელი

13 კვ.მ

3.

სანკვანძი

4 კვ.მ

4.

ანტრესოლი

19 კვ.მ

 

ჯამი

56 კვ.მ

Social Village

საცხოვრებელი სახლი ტიპი „ბ“

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ოჯახისათვის სასკოლო ასაკის ბავშვით. განსხვავება წინა ტიპის სახლებისგან არის ცალკე საბავშვო სივრცის არსებობა, სამეცადინო ადგილით და საგარდერობე ოთახი.

 

სახლის გეგმა

1.

სამზარეული-საერთო ოთახი

27 კვ.მ

2.

საძინებელი

10 კვ.მ

3.

სათავსო-საგარდერობე

5 კვ.მ

4.

სანკვანძი

5 კვ.მ

5.

საბავშვო ოთახი

7 კვ.მ

 

ჯამი

53 კვ.მ

Social Village

საცხოვრებელი სახლი ტიპი „ვ“

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ორბავშვიანი ოჯახისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლის ფართი არ განსხვავდება წინა ორი ტიპის სახლების ფართებისგან, რაციონალური გეგმარების დამსახურებით, სახლს გააჩნია ორი ბავშვისთვის გათვალისწინებული ფართო საბავშვო ოთახი სამეცადინო ადგილებით.

 

სახლის გეგმა

1.

სამზარეულო-საერთო ოთახი

23 კვ.მ

2.

სანკვანძი

5 კვ.მ

3.

სათავსო-საგარდერობე

6 კვ.მ

4.

საძინებელი

9 კვ.მ

5.

საბავშვო ოთახი

14 კვ.მ

 

ჯამი

57 კვ.მ

Social Village

ტერიტორიის კეთილმოწყობა

კომპლექსი ბუნებრივად ინტეგრირდება არსებულ გარემოში და იმეორებს ადგილობრივი ლანდშაფტის სილუეტს. ეკონომიის მიზნით ფილები შეიცვალა ხრეშის საფარით. სანავიგაციო სტენდები, საჩრდილობლები დასასვენებელი ზონებით, საბავშვო მოედნები და შესასვლელები შესრულებულია ხის მასალით, რითიც იმეორებს ძირითადი შენობების სტილსა და ესთეტიკას.

4 და 8 ადამიანზე გათვლილი საჩრდილობლების დიზაინი

 

ქოთნების დიზაინი

საბავშვო მოედნის დიზაინი

Social Village

Social Village

Social Village

Social Village

Social Village

Social Village

Social Village

ამრიგად, პროექტის სოციალური მიმართულებისა და შეზღუდული ბიუჯეტის მიუხედავად, მოვახერხეთ შეგვექმნა თანამედროვე, ფუნქციური დასახლება, რომლის მთავარი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს მათ ცხოვრებაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევასა და უკეთესი მომავლის შექმნაში.


მოგეწონათ პროექტი?

გააზიარეთ ბმული:
scroll
ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე