ეკო სასტუმრო NOMAD HOUSES

scroll

დაისვენეთ ქალაქის აურზაურისგან

პროექტი Nomad houses არის მოდულური სახლების BY HOME კომპლექსის ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს ეკო სასტუმროს, რომელიც მდებარეობს ბელორუსიის მთავარ ტურისტულ ცენტრში - ბრასლავის ტბების სიახლოვეს. კომპლექსისი შემადგენლობაში შედის 6-დან 10-მდე მცირე ფართობის თანამედროვე არქიტექტურითა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სახლი, რომლებიც გარშემორტყმულია ნაციონალური პარკის ხელშეუხებელი ბუნებრივი სიმწვანით და განკუთვნილია ქალაქური აურზაურისაგან მოშორებით დასვენებისათვის.

  • ფართობი: 1 ჰა
  • პროექტის მასშტაბი: 6-10 მცირე ფართობის სახლი
  • წელი: 2022
მცირე ფართობი
სკანდინავიური დიზაინი
რეკრეაციული ინფრასტრუქტურა
კონფიდენციალობა და განმარტოება
კავშირი ბუნებასთან

მთავარი - იდეაა

Nomad houses-ს კონცეფცია ჩამოყალიბდა შიდა ტურიზმის განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე.

იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა სულ უფრო რთულდება, ხოლო, მოთხოვნილობა მასზე მაინც არსებობს, ჩვენ, როგორც არქიტექტორები საკუთარ ფუნქციად მივიჩნევთ საინტერესო ლოკაციების აღმოჩენას და ქვეყნის შიგნით ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას. 

ბრასლავის ტბები არის პირველი ადგილი, საიდანაც გადავწყვიტეთ დაგვეწყო ჩვენი კონცეფციის განხორციელება, რადგან ეს არის რეგიონი უნიკალური ხელუხლებელი ბუნებითა და მდიდარი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობით. ტერიტორიის მთავარი ღირსება მყინვარული წარმოშობის ტბებია, რომლებიც გარშემორტყმულია რელიქტური ტყით ველური ცხოველებისა და იშვიათი მცენარეების სიმრავლით, რომელთა ნახვა მხოლოდ აქაა შესაძლებელი.

ამ ადგილს მხოლოდ ერთი ფაქტორი აკლდა - თანამედროვე მოდური არქიტექტურა.

NOMAD HOUSES

დასახლების გენგეგმა

კომპლექსის განსათავსებლად ჩვენ ვეძებდით კონკრეტულ ადგილს ულამაზეს ბუნებრივ გარემოში, ტბამდე მისასვლელი საფეხმავლო გასავლელი ადგილებით, ურბანული ინფრასტრუქტურის სიახლოვითა და მაგისტრალთან მოსახერხებელი წვდომით. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კარგად გააზრებული ინფრასტრუქტურა პოზიტიურ განწყობას შეუქმნიდა ვიზიტორს ჩვენს ეკო სასტუმროში დაბინავებისას.

NOMAD HOUSES

ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ნაკვეთის პოვნა, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა. ტბასთან მისასვლელი, კეთილმოწყობილი პლაჟით, მდებარეობს კომპლექსიდან 100 მეტრში და მიუყვება ფიჭვის ტყეს. სწორედ ამ ადგილზე მოვაწყეთ.

ინფრასტრუქტურა

ჩვენ ვგეგმავთ აღნიშნულ ნაკვეთზე განვათავსოთ აბანო, კომუნალური ბლოკი სპორტული ინვენტარის შესანახად და 6-დან 10-მდე ორი სხვადასხვა ტიპის სახლი:

  1. Model+ საცხოვრებელი ფართით 16 კვ.მ
  2. Model 35 საცხოვრებელი ფართით 35 კვ.მ.
NOMAD HOUSES

Model + house

 

 

 

ესაა კომპაქტური მცირე ზომის სახლი, რომელიც განკუთვნილია 1-2 ადამიანის დასვენებისათვის. ძირითადი და ერთადერთი საცხოვრებელი მოდული, რომლის შემადგენლობაში შედის დასასვენებელი, სამზარეულოს, სანკვანძისა და ელექტროსაუნის ზონები. სახლის როგორც გარეგნული, ისე შიდა იერსახე, სუფთა სკანდინავიური მინიმალისტური სტილის მაგალითია და გარემოს - ბრასლავის ნაკრძალის ხელშეუხებელი ბუნების - მთავარ აქცენტს წარმოადგენს.

სახლის გეგმა

 

1.

სასადილო

4 კვ.მ

2.

სასტუმრო ოთახი

5.5 კვ.მ

3.

საძინებელი

3 კვ.მ

4.

საძინებელი

3.5 კვ.მ

5.

ოთახი

6 კვ.მ

 

ჯამი

22 კვ.მ

NOMAD HOUSES

NOMAD HOUSES

NOMAD HOUSES

NOMAD HOUSES

სააგარაკე ინდივიდუალური სახლის მთავარი განსხვავება და ამავდროულად უპირატესობა კორპუსის ბინასთან შედარებით - ესაა ტერასების არსებობა. ტერასიდან შესაძლებელია ღია ცის ქვეშ, ჰაერზე სასიამოვნოდ გაატაროს ადამიანმა დრო და საიდანაც შესაძლებელია კერძო ღია აუზზე მოხვედრა.

NOMAD HOUSES

Model + ინტერიერი

 

მიუხედავად იმისა, რომ სახლის ფართობი მცირე და კომპაქტურია, კარგად გააზრებულად გადაწყვეტილი გეგმარების დამსახურებით, ჩვენ შევძელით ყველა საჭირო სათავსის განთავსება სახლში, როგორც ხანმოკლე, ასევე, უფრო ხანგრძლივად ცხოვრებისათვის. სამზარეულოს ზონაში ჩამალულია ჩაშენებული მაცივარი და მოწყობილია ადგილი, სადაც სამზარეულოში საჭირო ყველა ნივთია მოთავსებული. სამზარეულოს კუნძული განთავსებულია ამაღლებულ პოდიუმზე, და ამავდროულად, იგი გვევლინება უზარმაზარი ორადგილიანი საწოლის საფუძვლად.

სივრცე ნათდება სანათით, რომელიც ჩამაგრებულია სახურავის დახრილი სიბრტყეების გადაკვეთის წერტილში, სახურავის წვეროში. სივრცის გათბობას უზრუნველყოფს კედლებზე დამონტაჟებული ორი ცალი გამათბობელი.

სანკვანძი და საუნა

შესასვლელის მარცხენა მხარეს ჩვენ განვათავსეთ ნივთების შესანახი სისტემა, სახლის ამავე ნაწილში მოვაწყეთ სანკვანძის ბლოკი. ამ სათავსში დამონტაჟებულია იატაკის გათბობა და აქვე მდებარეობს ყველა საჭირო სანტექნიკური აღჭურვილობა. თუმცა, როგორც ამ ბლოკის, ისევე მთლიანად სახლის ძირითადი მახასიათებელია საუნის არსებობა.

NOMAD HOUSES

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის, დასახლება რეალიზაციის სტადიაზე იმყოფება, იგი უკვე იღებს პირველ დამსვენებლებს. მალე გასაქირავებლად ხელმისაწვდომი იქნება უკვე დიდი ფართობის მქონე სახლებიც. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება დიდი რაოდენობით სტუმრების მიღება.

NOMAD HOUSES

Model 35 house

 

 

 

თავის წინამორბედთან შედარებით, ეს არის ცოტა უფრო დიდი ფართის მქონე სახლი მიშენებული ტერასით, რომელიც განკუთვნილია 2-დან 5 ადამიანის დასვენებისათვის. ძირითადი და ერთადერთი საცხოვრებელი მოდული თავის შემადგენლობაში აერთიანებს დასასვენებელ, სამზარეულოსა და სანკვანძის ზონებს. აქ, წინა მოდელთან შედარებით, ცალკეა გამოყოფილი დასასვენებელი ზონა და ასევე მოწყობილია სასადილო კუთხე.

სახლის გეგმა

 

1.

საძინებელი

7.2 კვ.მ

2.

სანკვანძი

6.2 კვ.მ

3.

სამზარეულო-სასტუმრო ოთახი

15.6 კვ.მ

4.

დასასვენებელი ზონა

6 კვ.მ

5.

ტერასა

15 კვ.მ

 

ჯამი

50 კვ.მ

NOMAD HOUSES

NOMAD HOUSES

NOMAD HOUSES

NOMAD HOUSES

NOMAD HOUSES

NOMAD HOUSES

Model 35 ინტერიერი

 

მოდელ 35-ის მცირე ზომის სახლის ინტერიერში ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ის ხერხი, რაც გამოყენებული გვქონდა მოდელში model+. სტილისტურად ესაა კლასიკური სკანდინავიური მინიმალისტური სტილი ბუნებრივი ნატურალური მასალებით მოპირკეთებული. სახლების ამ ორ მოდელს შორის ძირითადი განსხვავებები არის მათი დაგეგმარების განსხვავებული ხასიათი. ამ მოდელების სახლებში შეშის ღუმელით აღჭურვილი ბევრად დიდი სასადილო და დასვენებისთვის განკუთვნილი ცალკე გამოყოფილი ზონებია.

ამ სახლში სანკვანძის ზონა უფრო დიდი ზომისაა, მაგრამ არ გააჩნია საკუთარი საუნა. თუმცა, კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება აბანო.

საძილე ზონაში ჩვენ განვათავსეთ დიდი ორადგილიანი საწოლი საგარდერობესთან ერთად. განათება დამონტაჟებულია ჭერის მთლიან პერიმეტრზე, ხოლო საწოლის თავზე მოვაწყეთ წერტილოვანი სანათები.

ამგვარად, სახლების განსხვავებული მოდელების წყალობით, ეკო-სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ყველაზე შესაფერისი ვარიანტი.

NOMAD HOUSES

დიზაინ კოდი

მოკლედ და ლაკონურად რომ დავახასიათოთ, ამ პროექტის დიზაინის კოდია სკანდინავიური მინიმალიზმი ხის ფასადებით, პანორამული ვიტრაჟული ფანჯრებით და უზარმაზარი ტერასებით. ფერთა პალიტრა, ისევე, როგორც მოსაპირკეთებელი მასალების ნაკრები, მაქსიმალურად ლაკონურია. ფასადებისა და ტერასების მოპირკეთება შესრულებულია ნახშირისებური შავი ფერის ხისაგან, რომელიც შერწყმულია სახურავის იმავე ფერის გოფრირებული დაფის პროფილთან. ტოტალური შავი ფერის კომპლექსი ორგანულად ეწერება ფიჭვის ტყის მუქი ხეების ფონზე, თუმცა ნებისმიერ ამინდში ინარჩუნებს საკუთარ ექსპრესიულობასა და გამომხატველობას.

სახლის შიდა სივრცე გადაწყვეტილია სამი ფერის კომბინაციით: კედლის მოპირკეთებაში გამოყენებულია ხის ბუნებრივი ფერი, თეთრი - ზედაპირებზე, ხოლო მუქი რუხი, ე.წ ანტრაციტი - დანარჩენ დეტალებში. დიდი ქალაქების ვიზუალური და საინფორმაციო ხმაურისაგან სრულად დასვენების მიზნით, ეს სივრცე ორიენტირებულია არსებულ გარემოს შეერწყას მაქსიმალურად ბუნებრივად.

NOMAD HOUSES

კომპლექსის არქიტექტურულ ექსპრესიულობასა და სანახაობრიობაზე დაყრდნობით, ჩვენ ვქმნით მარკეტინგული მექანიზმების ჩამოყალიბების წინაპირობას, რომლებიც განუყოფელად არის დაკავშირებული ნებისმიერი სახის ბიზნესის ფუნქციონირებასთან.

NOMAD HOUSES

რქიტექტურა და მარკეტინგი

 

ჩვენთვის მარკეტინგული კომპონენტი არქიტექტურული პროექტის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია. კონკრეტული პროექტის სეგმენტის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ერთი პრინციპის ერთგულები ვრჩებით: ჩვენ ვქმნით არქიტექტურას, რომელიც თავად უწყობს ხელს საკუთარ განვითარებას. ხარისხი, რომელიც თავისთავად მეტყველებს და იერი, რომელიც ყოველგვარი რეკლამის გარეშე ამახსოვრებს თავს მნახველს.

ამ მოცემულ ეტაპზე პროექტში Nomad houses-ში ჩვენ უკვე მოვახერხეთ „ინსტაგრამის იმიჯის“ შექმნა, რომლის გაზიარებაც გვსურს მეგობრებისა და გამომწერებისთვის. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ამ ეფექტის გაძლიერება. აბანოსა და ფარდულის შენობები გადახურული იქნება მწვანე სახურავებით, რომლებიც შეერწყმება ნაკვეთის ფერწერულ რელიეფს. ეს ყველაფერი გამოვა ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი.

NOMAD HOUSES
NOMAD HOUSES
პუბლიკაციები პრესაში

მოგეწონათ პროექტი?

გააზიარეთ ბმული:
scroll
ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე