სახლის პროექტი შექმნილია როგორც ტიპიური, სოფლის დასახლებისთვის, კონკრეტულ ნაკვეთზე მიბმის გარეშე, ამიტომაც საცხოვრებელი ფართების პრივატულობისა და ინსოლაციის დარღვევის გარეშე, დაგეგმვის სტრუქტურა და არქიტექტურული სახე შესაძლებლობას იძლევა სახლი მოერგოს ნებისმიერი ტიპის ნაკვეთს.
შედარებით მცირე ფართის მიუხედავად, სახლში მშვენივრად განთავსდა ფართო ჰოლი აქცენტური კიბით, კომფორტული, სამივე მხრიდან შემინული დიდი მისაღები ოთახი - ორშუქიანი სივრცით, ოთხი საძინებელი. ძირითადი არქიტექტურული მოცულობების მინიმალიზმის ფონზე, სახლს ექსპრესიულობას ანიჭებენ ფარდულები ლითონისფერი აქცენტით და ხის მასალით მოპირკეთებული ცალკე აღმართული კედლები, რომელნიც ტერასისა და ფარდულის ზონირებას განაპირობებენ.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები