პროექტის აღწერა

ამ ინტერიერის შექმნის პროცესში ჩვენ ვისწრაფვოდით აქცენტირებული ყოფილიყო აქ გამოყენებული ნატურალური მასალები და ინტერიერის გამორჩეული ფუნქციური გადაწყვეტა. ამგვარად მივიღეთ, რომ პროექტში გვაქვს შეკიდული ავეჯი სამზარეულოში. ასეთი მეთოდი ინტერიერს ერთგვარად ამსუბუქებს და უფრო მასშტაბურს აჩენს სათავსის სივრცეს. აქვე შევხვდებით ტელევიზორს, რომელიც არამუშა მდგომარეობაში მოთავსებულია მოძრავი პანელის უკან.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი არის გარდერობში ჩაშენებული პორტალი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საძინებელი ზონიდან სანკვანძის ზონაში მოხვედრა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტის ყოველ დეტალში დაცული ყოფილიყო ჰარმონია და ინტერიერი გამოსულიყო მსუბუქი, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, პროექტში გამოყენებულია სადა მარმარილო  არც თუ ისე აქტიური ნახატით, ღია ფერის ხის მასალა და სხვადასხვა ტექსტურის მკვრივი ქსოვილი. ეს მასალები შერწყმული ინტერიერის არაჩვეულებრივ გადაწყვეტასთან ერთობლიობაში, დეტალურად უსვამს ხაზს სივრცის მინიმალისტური ხასიათის სტილს.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე