ინტერიერი ხმაურიან და მოტორულ დედაქალაქში ცხოვრებისათვის. დამკვეთი ჩვენთან იმ მიზნით მოვიდა, რომ თავისი ბინა მშვიდ და კომფორტულ თავშესაფრად გადაექცია — ადგილად, სადაც შეძლებდა დასვენებას, მოდუნებას და ყოველდღიური აურზაურისგან თავის დაღწევას.
პროექტში გაჩნდა ერთიანი, დაბალანსებული გამა, სადაც ყველა დეტალი და მასალა წარმოდგენილია ნეიტრალურ და ნათელ პალიტრაში. ჩვენ ვიზუალური ხმაურის თავიდან არიდებასა და ზედმეტი აქცენტების შემცირებას ვეცადეთ, რათა სივრცე მსუბუქად აღქმულიყო და მისი მფლობელები მენტალურად დამშვიდებულიყვნენ.
ინტერიერში მრავლად გვხვდება ადამიანის და ბუნების ურთიერთკავშირის მინიშნებები. მაგალითად, სამზარეულოს კუნძული კლდის ტექსტურითა და ლითონის ჩანართით, აგრეთვე ავეჯში გამოყენებული ქვის ფრაგმენტები. ეს ნიუანსები ინტერიერს ბუნებრივი მინიმალიზმის დახვეწილ სტილს აძლევს.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები