ჩვენი სურვილი იყო ნიუ იორკში მდებარე ამ სახლის ინტერიერი ყოფილიყო მყუდრო და ჰაეროვანი, რასაც მივაღწიეთ მიკროცემენტის, ტრავერტინისა და ხის მასალის ერთნაირი ტონალობის პალიტრის წყალობით. ყველა მასალა გამოყენებულია კრემისფერი შეფერილობის. იმისათვის, რომ გარკვეული ზონები გამორჩეულად აქცენტების როლს ასრულებდეს, ჩვენ გამოვიყენეთ მუქი გრაფიტსა და თეთრი შეფერილობის კონტრასტული ელემენტები. ისეთები როგორიცაა ავეჯი, ნათურები და მუქი მინა ღობის შემადგენლობაში. ასეთი მეთოდის გამოყენებამ ინტერიერი ზომიერად კონტრასტული გახადა. ავეჯის არჩევისას გავითვალისწინეთ ეთნიკური და ადგილობრივი მახასიათებლები, ასევე, გამოვიყენეთ ავეჯი, რომელთა იერი იმეორებს დიზაინერული ავეჯის ხასიათს.
სტუმრებისათვის განკუთვნილი სახლის დიზაინი თან შეესაბამება ძირითადი სახლის საერთო სტილს, თუმცა, ამავდროულად, უმნიშვნელოდ მაინც განსხვავდება მისგან. მასში დომინირებს ნაცრისფერი ტონი, ხოლო არჩეული ავეჯის, აქსესუარებისა და დიზაინის დეტალების ხარჯზე ინტერიერი ნეიტრალური და სადაა. ასეთი მოთხოვნა ქონდათ ამ სახლის დამკვეთებს და მიღებულმა შედეგმა სრულად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები