პროექტის აღწერა

ამ პროექტის დამკვეთებს არ შეშინებიათ მინიმალიზმისა და თეთრი კედლების, ამიტომ ინტერიერი სუფთა და არქიტექტურული გამოვიდა, მსუბუქი გეომეტრიული აქცენტებით.

ინტერიერის ძირითადი მსუბუქი ფონი ცოცხლდება ლოკალურად გამოყენებული ხის მასალის თბილი ნოტებით. ოთახების მარტივი გეომეტრია რთულდება კიბეების პოდიუმისებრი კონსტრუქციით, წრფივად დაშვებული შავი სანათებითა და პირველი სართულის კომპოზიციური ცენტრით - ბუხრით.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მეორე სართულის მანსარდი. სახურავის მახვილი კუთხე და გეგმარებითი გადაწყვეტა განსაზღვრავს ამ სართულზე განლაგებული ყველა ოთახის დიზაინის აღქმას. საინტერესო კონსტრუქციული აქცენტებია მასტერ-ბლოკში, ოთახის ცენტრში აბაზანა-აუზით და "მოცურავე" მაგიდით. საბავშვო ოთახში, იატაკის დონიდან 3 მეტრის სიმაღლეზე, განლაგებულია თოკის ქსელით შემოსაზღვრილი სათამაშო ზონა.

ამრიგად, საწყისი მონაცემების, საჭიროებებისა და გემოვნებითი პრეფერენციების შესწავლის შედეგად,  შევძელით შეგვექმნა თანამედროვე მინიმალისტური სახლის დიზაინი, რომელშიც აირეკლება როგორც მისი მფლობელების ხასიათი, ასევე ჩვენი საფირმო ხელწერა და სტილი.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

მეორე სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე