ეს არის 1000 კვ. მეტრზე მეტი ფართობის საცხოვრებელი კომპლექსის ინტერიერი, რომელიც ჩვენ დავაპროექტეთ ბუნებრივი მინიმალიზმის სტილში. დიზაინის შექმნას საფუძვლად დაედო რთული გეომეტრიული ფორმები. მაგალითად, აქცენტირებულია კიბე, რომელიც წარმოადგენს მთელი სივრცის ვიზუალურ დომინანტს და სახლში შემოსვლისას, როგორც წამყვანი ელემენტი, ჩანს დერეფნიდანვე. კიდევ ერთი უჩვეულო დეტალი სასტუმრო სივრცეშია - ეს არის მინის კოლბა ზამთრის ბაღით, რომლის დანახვა ასევე შესაძლებელია ინტერიერის ყველა წერტილიდან.
სახლის გეგმარებით გადაწყვეტილებაში არატიპურია ერთდროულად სამი დამოუკიდებელი ძირითადი ბლოკის არსებობა. ვინაიდან სახლი განკუთვნილია ოჯახის 4 წევრის (მშობლისა და ორი ზრდასრული ბავშვისათვის) საცხოვრებლად, ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი ბლოკები დამკვეთის თითოეული ქალიშვილისთვის ცალკ - ცალკე და მთავარი საძინებელი უშუალოდ მშობლებისათვის.
საცხოვრებელი კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შევხვდებით სპა - კომპლექსს აუზითა და ჰამამით, კაბინეტებს, სტუმრებისათვის განკუთვნილ საძინებლებს და სხვადასხვა დანიშნულების შენობა - ნაგებობებს, რომლებიც დამახასიათებელია დიდი ფართობის თანამედროვე ტიპის სააგარაკე ვილებისათვის.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები