ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენ წინაშე იდგა ამოცანა, ინტერიერი შეგვექმნა ერთდროულად ნათელი და კონტრასტული. და ამის მიღწევა ჩვენ შევძელით შემდეგნაირად: ფასადის მოსაპირკეთებელი ხის მასალა მეორდება ინტერიერშიც, თითქოს ერთგვაროვნად გადადის სახლის ფასადიდან შიდა სივრცეში.
ფართო საერთო ზონა - მთავარი და ყველაზე დიდი სივრცეა სახლში, სადაც გამოყენებულია დიდი რაოდენობით საინტერესო დიზაინერული ხრიკი. ასე რომ, ჩვენ მოვიფიქრეთ ამ ზონის განათების სხვადასხვა ვარიანტი და აქაა სანათების ყველა სახეობა, რომლებიც ატმოსფეროსა და განწყობის შეცვლის საშუალებას იძლევა ამ კონკრეტულ ზონაში. ამას ამძაფრებს, ინტერიერში გამოყენებული ონიქსიც, რომელიც ერთგვარ აქცენტად გვევლინება ინტერიერში, მაგრამ ამასთანავე არაა დომინანტური და მოსაბეზრებელი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო ყოველგვარი ღია თაროებისა და შესანახი ადგილების თავიდან აცილება, რადგან დამკვეთს სურდა მისი ინტერიერი ყოფილიყო მინიმალისტური, რომელიც ყოველდღიურად ადვილად შესანარჩუნებელი იქნება.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები