პროექტის აღწერა

საკრამენტოში მდებარე ობიექტის ინტერიერის დიზაინი ჩვენ შევქმენით უკვე არსებული საკმაოდ რთული, დიდი ფართობის მქონე არქიტექტურისა და სხვადასხვა სიმაღლის დიდი რაოდენობით ღიობის ირგვლივ. ამ ხერხით ვეცადეთ სხვადასხვა მოცულობების გადათამაშებით საინტერესო კომპოზიცია მიგვეღო.

 გამოვიყენეთ სამი ძირითადი სახეობის მოსაპირკეთებელი მასალა: კერამოგრანიტი, ხე და საღებავი. აღნიშნული მასალები გამოვიყენეთ მიზნობრივად სხვადასხვა სიბრტყეებისთვის, რითიც გამოვკვეთეთ ერთიანი ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეები. ამან მოგვცა საშუალება განგვეხორციელებინა ჩვენი ჩანაფიქრი და არქიტექტურა ვიზუალურად ერთ მთლიან მოცულობად შეკრული შეგვექმნა.

 ერთდროულად გაერთიანებული და ამასთანავე დამოუკიდებელ სეგმენტებად დაყოფილი ზონები მიღებულია სივრცის უმეტესი ნაწილის П - ს ფორმის ჩარჩოებად დაყოფის მეთოდით. ასეთი ხერხი ზონებს ვიზუალური თვალსაზრისით ერთმანეთისაგან გამოყოფს, თუმცა, ამასთანავე არ ამცირებს მათ ფართს და ინარჩუნებს ე. წ. „ღია სივრცის” პირობებს.

 საკმაოდ ბაზისური მოპირკეთების ფონზე ინტერიერში აქცენტები შევქმენით დიზაინერული ავეჯის შემოტანითა და განათებების გამოყენებით. ამგვარად, ინტერიერს მიეცა მყუდრო და ელეგანტური იერი, რომელშიც ამავდროულად შენარჩუნებულია ძალიან დახვეწილი ბუნებრივი მინიმალიზმის ელფერი.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე