პროექტის აღწერა

ეს სახლი წარმოდგენილია ავანგარდული არტ - ნაგებობის სტილში, რომელიც მდებარეობს მდინარის სანაპიროზე ულამაზეს გამწვანებულ გარემოში. იგი ერთი შეხედვით თითქოს უცხო ობიექტია, მაგრამ, ამავდროულად, ორგანულად ეწერება სიტუაციაში.

სახლი სრულად იზოლირებულია არსებულ განაშენიანებაში. ამგვარად მიღწეულია მიზანი, რომ სახლის ბინადრებს შეექმნათ საცხოვრებლად, განმარტოებისა და სიმყუდროვისათვის სრული კომფორტი. ჩვენ დეტალურად შევიმუშავეთ კონცეფცია მომხმარებლის გამოცდილებიაზე დაყრდნობით და სახლში შესასვლელი და გამოსასვლელი კარები სხვადასხვაა. ხოლო, ამასთანავე, ყველაფერი ისეა შესრულებული, რომ კომპლექისის მთლიანობა არაა დარღვეული და ანსამბლი თავისი კონფიგურაციით იმეორებს სახლის ძირითად კონტურს.

მდინარის მხარეს სახლის ფასადი შემდეგნაირადაა გადაწყვეტილი: წყლის ხედის მხარეს ფასადი შემინულია დიდი პანორამული ფანჯრებით. აქ ჩვენ არ გამოვიყენეთ სტანდარტული ლენტური სახის ვიტრაჟები. არამედ, დავამატეთ პილონები ნაწრთობი და დაფერილი მინებით. შუშა დაფარულია თხელი, თბილი შეფერილობის ემალის საღებავით, რომელიც მას სძენს სიმკვრივესა და მეტ მედეგობას ატმოსფერული ცვლილებების მიმართ. ასეთი მეთოდი სახლის სძენს უფრო მონუმენტურ და ფერწერულ იერს, განსაკუთრებით საღამოს პერიოდში.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

მეორე სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე