მოცემულ პროექტში ჩვენი ამოცანა იყო არსებული სახლის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია და ფასადების დიზაინის შეცვლა. დამკვეთს სურდა შეენარჩუნებინა არსებული გეგმარება რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილის სრულყოფით და დამატებითი ზონების შექმნით, როგორიცაა: საუნა, სამეურნეო ბლოკი, ავტომანქანის ფარდული.
ჩვენ სრულებით გარდავქმენით შესასვლელი სივრცე, ნაკლული ფუნქციების სრულად მინიჭებით. ასე, გაჩნდა ორი ავტომანქანის ფარდული, რომელშიც გათვალისწინებულია იქვე დარგული ხისთვის მრგვალი არე. ეს ხე-მცენარე დღისით სინათლისა და ჩრდილის საუცხოო თამაშით მოხიბლავს მცხოვრებთ და ღამით კი, ლამაზად განათდება. ხე ასევე შეასრულებს ვიზუალური გამყოფის ფუნქციას, ვინაიდან მის უკან სახლში შესასვლელი მდებარეობს. ხის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს განთავსდა სამეურნეო ბლოკის შესასვლელი და აბანო.
კლიენტისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო შიდა სივრცეში მზის შუქის შეღწევადობის შემცირება, თუმც ამავე დროს დიდი პანორამული ფანჯრების შენარჩუნება. ჩვენ მოვაგვარეთ აღნიშნული პრობლემა 2 მეტრით გადმოწეული ფარდულის დახმარებით, რომელიც პირდაპირი მზის სხივების სახლში შეღწევასა და სივრცის გადახურებას დააბრკოლებს.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები