პროექტის აღწერა

ამ პროექტში ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა დიდი ზომის მიწის ნაკვეთზე განგვეთავსებინა სხვადასხვა ფუნქციის 2 შენობა: დამკვეთის საცხოვრებელი სახლი და დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურული კომპლექსი.

 ძირითადი შენობა, დამკვეთის სახლი, განთავსებულია ორ ერთმანეთის გადამკვეთ ღერძზე.  ასეთი ფორმის დამსახურებით იგი წარმოადგენს გარემოს ვიზუალურ აქცენტს და ამასთანავე, ქმნის შთამბეჭდავ სანახაობრივ პერსპექტივებს. პირველ სართულზე ძირითადად განთავსებულია საერთო სარგებლობის სათავსები, ხოლო მეორე სართული უფრო მეტად პირადი სარგებლობისაა.

 ინფრასტრუქტურული ფუნქციები სრულად გატანილია ძირითადი შენობის გარეთ. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი მოგვეთავსებინა არა ცალ - ცალკე, არამედ ამისათვის შეგვექმნა შენობა, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხელოვნების ობიექტს.

 ფიტნესის დარბაზი, საცურაო აუზი, რესტორანი, წყლის ტრანსპორტის სახელოსნო - ეს ყველაფერი ჩვენ განვათავსეთ ძალიან უჩვეულო არქიტექტურული იერ - სახის შენობაში და დავყავით ზონებად. რის შედეგადაც შევქმენით კიდევ ერთი სრულფასოვანი შენობა, რომელიც ძირითადი სახლის ვიზუალურ შემავსებლადაც მოგვევლინა.

  • ADG RESIDENCE

მთავარი სახლის 1 სართული

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

მთავარი სახლის მე-2 სართული

მეორე სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

რეკრეაციული კომპლექსის 1 სართული

მესამე სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

რეკრეაციული კომპლექსის მე-2 სართული

მეოთხე სართული გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე