ჩვენ დიდ შეცდომად მიგვაჩნია, სტუდიის შერჩევა პროექტირების ღირებულების მიხედვით. კერძო რეზიდენციების მშენებლობისას არის წესი, რომ დიზაინის ფასი შეადგენს, მშენებლობის სრული ღირებულების 5−10 პროცენტს .
კარგად შესრულებული პროექტი, ამცირებს გადაკეთებებს და შემცდომებს მშენებლობის პროცესის მიმდინარეობისას, რასაც მინიმუმამდე დაყავს ფინანსურ დანახარჯები. ასევე პროექტირებისას ხდება მასალების რაციონალურად შერჩევა, კონსულტაცია კონტრაქტორების აყვანისას, კლიენტებისთვის საპარტნიორო ფასდაკლებების უზრუნველყოფა და სხვა მსგავსი პროცესები. როგორც წესი არა ნაკლებ მნიშვნელოვანია პროფესიონალურად შესრულებული საავტორო ზედამხედველობა, რადგან იგი, როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, ახდენს იმაზე მეტი ხარჯების შემცირებას, ვიდრე უშუალოდ პროექტირების ღირებულება შეადგენს.