პროექტის აღწერა

საუდის არაბეთში თანამედროვე მანდილოსანთა კლუბის პროექტში, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო კეთილმოწყობისა და ფასადის დიზაინის შემუშავება კომფორტული და კერძო სივრცის შესაქმნელად, მომსახურების მაქსიმალურად ფართო სპექტრითა და დასვენების შესაძლებლობით: რესტორნები, კაფეები, ქოვორქინგი, კოსმეტოლოგიური კაბინეტები, სანაპირო, საცურაო აუზები და ა.შ.

თავად კომპლექსი წარმოდგენილი იყო რუსული ასო "П"-ს მაგვარ გეგმარებად, დახურული შიდა ეზოს საცურაო აუზებით, სანაპიროზე ჩასასვლელითა და მიმდებარე სანაპირო ზოლით. გეგმარების სტრუქტურა თავისი სიმეტრიით, წარსულის სასახლეთა კომპლექსების ანარეკლია და წარმოდგენილია ცენტრალური, მარცხენა და მარჯვენა ფრთის სამი ბლოკით.

კომპლექსის ბირთვი - მისი ცენტრალური ნაწილია, რომელიც ერთდროულად შენობის მთავარ შესასვლელადაც გვევლინება. გარედან ეს მაქსიმალურად მოგუდული, დაბურული სივრცეა, სპილენძისგან დამზადებული პორტალი- შესასვლელით, რომელიც ყურადღებას ვარდნილი წყლის ჩანჩქერის იმიტაციით იპყრობს. შიდა ფასადი კი პირიქით, კეთილმოწყობის გონივრული ელემენტების ჰარმონიული შერწყმით დასვენების ზონებთან, დიდი ოდენობის შუშით შემინვისა და ტერასების ფონზე, გამვლელების უცხო თვალთაგან დაფარულ კერძო შიდა სივრცეს ქმნიან, ოკეანეში წვდომით.

  • OIA DOWNTOWN

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

პროექტის ზოგადი მიმოხილვა

ინტერიერის დიზაინი



პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე