პროექტის აღწერა

ეს სახლი მონღოლეთში ჩვენი სოფლის პროექტის ნაწილია. სამი დასაშვები ტიპის სახლთაგან ყველაზე კომპაქტურია, ასევე უნიკალური თავისებურებებით ხასიათდება. ყველა ოთახი ერთ სართულზე განვათავსეთ, ხოლო სახლში შესასვლელი უკანა ფასადიდან შევთავაზეთ, რითაც შესაძლებელი გახდა სახლის წინა ფასადი მინიმალისტური გაგვეხადა და დახრილ რელიეფზე მაქსიმალურად მოგვერგო.

ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ მონღოლეთის მკვეთრად კონტინენტური კლიმატი, მოყინვის თავიდან ასაცილებლად, სახლი შევდგით საყრდენებზე, ხოლო ზაფხულის ცხელ დღეებში, პერიმეტრის გარშემო მცირეს გადმოხრილი ფარდულები დაიცავს სახლს გადახურებისგან.

გეგმარებითი გადაწყვეტა მდგომარეობს სამზარეულო-სასადილო ოთახისა და მისაღები ოთახის ერთმანეთისგან გამოყოფაში, ამასთან ტიხრის კარების მოცურებით, სივრცე ასევე მარტივად ერთიანდება. ყველა ძირითადი ოთახი პერსპექტიული ხედებისკენ მივმართეთ, რომლებიც დიდი პანორამული ფანჯრებიდან თვალწარმტაცად იშლება.

  • TERRACOTTA I

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე