ამ სახლის დაპროექტების პროცესში გაგვიჩნდა იდეა, რომ მისთვის მხოლოდ დროებითი, სეზონურად ცხოვრებისა და დასვენებისათვის განკუთვნილი ფუნქცია არ მიგვენიჭებინა. ამიტომ, შედარებით მცირე, 260 კვ. მეტრის მქონე მიწის ნაკვეთზე, დამკვეთის სურვილის მიხედვით, ჩვენ უნდა განგვეთავსებინა აუცილებელი სათავსები: ფართო სასტუმრო ოთახი პანორამული დიდი სავარძლით, სასადილო სივრცე, სამზარეულო კომფორტული კუნძულით, სტუმრებისათვის განკუთვნილი რამდენიმე საძინებელი, დასასვენებელი ოთახი, სახლის მეპატრონეთა და ბავშვების საძინებლები. ამასთანავე, პირველ სართულს უნდა ქონდეს საზოგადოებრივი და ტექნიკური ფუნქცია, ხოლო მეორე სართული პირიქით, არის დამკვეთი ოჯახის პირადი ბლოკი.
ვიზუალურად სახლი წარმოადგენს მარტივი და უბრალო საფასადე მასალით მოპირკეთებულ ორ, ლაკონური ფორმის მოცულობას.ფასადის ხის ბუნებრივი და სასიამოვნო კარამელის ფერი თითქოს მსუბუქი დინებით გადადის შენობის შიდა სივრცეში და ქმნის ინტერიერისა და ექსტერიერის ჰარმონიულ ერთიანობას.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები