სახლი მდებარეობს ციცაბო რელიეფზე, არის 3 სართული (სარდაფი მთლიანად მიწისქვეშაა, ზემოთ კი პირველი და მეორე სართულები). სახლს აქვს ლიფტი, რათა წლების განმავლობაში კომფორტული იყოს სახლის სართულებზე გადაადგილება.
ადგილზე იზრდებოდა ხე, რომლის შენარჩუნებაც დამკვეთს სურდა, ამან გავლენა მოახდინა ადგილზე სახლის განთავსებაზე.
პირველი სართული მდებარეობს ნაკვეთის გასწვრივ, რათა შეიქმნას პრივატულობა და სახლიდან შემოგარენის პანორამა გადაიშალოს. მეორე სართულის ბრუნვის კუთხეზე მნიშვნელოვნად იმოქმედა მცენარეულობისა და მეზობელი შენობების გამო შეზღუდული ხედვის არეალმა. ამიტომ სართული ისე შემოვაბრუნეთ, რომ საძინებლიდან წყალსაცავის ულამაზესი ხედი იშლებოდეს.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები