ამ პროექტში მთავარ და მნიშვნელოვან ამოცანას ჩვენთვის წარმოადგენდა ერთი შეხედვით შეუთავსებელი გადაწყვეტილებების შერწყმა: ბრუტალური და დახურული „ბეტმენის სახლი“ და მყუდრო საცხოვრებელი გარემო დაქორწინებული წყვილისთვის. ამისთვის, შენობის საფუძვლად ავიღეთ კუბის ფორმის მონომოცულობა, ოდნავ დავამახინჯეთ მისი ფორმა, რომ უფრო გაუგებარი და რთული ყოფილიყო. ფასადი, რომელიც ქუჩის მხარეს გადის, გავაკეთეთ ყრუ, ღიობების გარეშე. ხოლო ყველა პანორამული ფანჯარა, დიდი ტერასა და კონსოლზე გადმოკიდებული მოცულობა - შიდა ეზოს ხედზე ორიენტირებული.
ფასადის მოსაპირკეთებლად მასალები იმგვარად შეირჩა, რომ სახლისთვის ნებისმიერი რაკურსიდან შეხედვის შემთხვევაში, მან უნდა დატოვოს სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდა. ფასადზე გამოყენებული ბეტონის ტექსტურირებული ნალესი, ლითონის და ბოჭკოვანი ფიბროპანელები ხელს უწყობს გარემოდან სინათლის მაქსიმალურად ათვისებას.
გეგმარებითი გადაწყვეტის მიხედვით, მთლიანი შენობა, ყველა ნიუანსითა და დეტალით, გადაწყვეტილია მაქსიამალური კომფორტული პირობის შეთავაზებით. საძინებლების ფანჯრების ორიენტაცია მიმართულია სამხრეთით, დასავლეთით ან აღმოსავლეთით, ხოლო ტექნიკური და დამხმარე სათავსოების - ჩრდილოეთით. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ თითოეული ინდივიდუალური ბლოკისთვის პერსონალური სან კვანძის არსებობის აუცილებლობა, რითიც გამოვრიცხეთ აღნიშნულ სათავსებში მუდმივი მაცხოვრებლებისა და სტუმრების ნაკადების კვეთა.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები