პროექტის აღწერა

ეს სახლი მდებარეობს კოტეჯების მჭიდრო დასახლებაში, მცირე ზომის მიწის ნაკვეთზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ჩვენი საყვარელი არქიტექტურული ხრიკი -  სახლის ორიენტაციის ძირითადი მიმართულება მის შიდა მხარეს მიგვემართა. ამისთვის სახლის ცენტრალურ ნაწილში მოვათავსეთ ატრიუმი მცენარეებით და სახლის ყველა ძირითადი სათავსი ამ ატრიუმის გარშემო განვათავსეთ.

 ამრიგად, გრძელი დერეფანი, რომელიც მთელ სიგრძეზე მიუყვება მრგვალი ფორმის შემინულ გალერეას, თავისი ვიზუალური გადაწყვეტის წყალობით არ ჰგავს მოსაწყენ დერეფანს და იქმნება ეფექტი, რომ იგი არის ერთი დიდი სივრცის ნაწილი და ამავე დროს არის უმოკლესი გზა, რომელიც გადის შიდა პერიმეტრის გასწვრივ. ამ ხერხმა საშუალება მოგვცა, თავიდან აგვეცილებინა ბნელი დერეფნები არსებობა, რადგან სახლის ყველა სატრანზიტო ზონა განთავსებულია ატრიუმის გასწვრივ, ლამაზი გალერეის სახით, რაც სახლის შიგნით ნებისმიერ გადაადგილებას ესთეტიურ მოგზაურობად აქცევს.

სახლის ფასადებზე უმეტესად მონომასალაა გამოყენებული, ისინი კლინკერის მოგრძო ფორმის აგურისგანაა დამზადებული. შესასვლელი და საზაფხულო დასასვენებელი ზონა ტერასით, გამოკვეთილია ფასადის პლასტიკისაგან აქცენტირებული ელემენტებით მასიური შირმა - კედლების სახით, რომლებიც თითქოს წამოწეულია იატაკის სართულის დონიდან და კომბინაციაში ქმნიან პორტიკის მაგვარ პარადულ შესასვლელს.

  • Lightwell house

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე