პროექტის აღწერა

სახლის ზოგადი კონცეფცია შედგება სხვადასხვა ნიშნულზე მდებარე ერთმანეთის პერპენდიკულარულად განლაგებული ორი მოცულობის გაერთიანებისგან და ორივე ეს ნაგებობა რელიეფში ბუნებრივადაა შეჭრილი.

სახლის ძირითადი მოცულობა განთავსებულია სამშენებლო ნაკვეთის საზღვის გასწვრივ და ასეთი განლაგების წყალობით მისი მთელი პერიმეტრიდან გახსნილია ხედები მიმდებარე არე-მარეზე. ხოლო, თვითონ მიწის ნაკვეთი მდებარეობს მცირე დახრის მქონე რელიეფზე, რომლის საზღვების კონტურსაც წარმოადგენს ხეები და ბუჩქები. სახლის ძირითადი მოცულობა გაყოფილია საზოგადოებრივ და პერსონალურ ზონებად, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია შუშის გალერეით. მასზე დიდი რაოდენობით პანორამული ფანჯრების არსებობა ხელს უწყობს შიდა და გარე სივრცეების ერთ მთლიანობად აღქმას.

ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ლაკონური და სადა მასალები: ბეტონი და კლინკერის აგური, და ამით ერთგვარად ხაზგასმულია ამ შენობის არქიტექტურის დელიკატურობა. სახლის სამხრეთ ფასადზე დამონტაჟებულია ლითონისა და ხისგან დამზადებული საჩრდილობელი. იგი ემსახურება არა მხოლოდ შენობის სტრუქტურულ მხარდაჭერას, არამედ აძლიერებს სახლის "ჰორიზონტალურობის" განცდას.

სარდაფის სართულის გეგმა

სარდაფის სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე