ეს არ არის კლასიკური სახლი ტყეში, ჩვენ არ გვიცდია მისი დამალვა გარემოში ან შენიღბვა ხეებს შორის, პირიქით, მისი სილუეტი წიწვოვანი მასივის ფონზე თვალს იპყრობს და საუცხოოდ გამოიყურება. მაგრამ გეგმარებითი სტრუქტურა და ზონირება მიზანდასახულად მიმართულია, არა თავად სახლთან ურთიერთობაზე, არამედ მისი მეშვეობით გარშემო არსებულ წარმოუდგენლად თვალწარმტაც ტყის ნაკრძალზე.
აღნიშნული პროექტის გეგმარება შეიქმნა ნაკვეთზე საუკუნოვანი და ძვირფასი ხე-მცენარეების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. ფარდული, ორსართულიანი სივრცე მასტერ-საძინებლით მეორე სართულზე, მისაღები ოთახის ბლოკები ბავშვთა საძინებელში - ჰარმონიულად მანევრირებს ხეებს შორის, რაც ულამაზეს ხედებს შლის თითოეული ფანჯრიდან.
ფასადის ტაქტილურობის შესაქმნელად, პირველი სართული ძირითადად ხის ფიცრებითაა შესრულებული. ძირითად მოპირკეთების მასალად კი, ავირჩიევთ ფიბრო-ბეტონის ვიბროკასტ-ფილები, ვინაიდან იგი აგრესიული ტყის მასივის ზემოქმედებისადმი მდგრადია, ამასთან ერთად გააჩნია უნარი მიიღოს სასურველი ფერი და შექმნას სხვადასხვა რელიეფური ტექსტურები.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები