სახლი მდებარეობს დიდი ზომის კუთხის, თვალწარმტაც ნაკვეთზე, რომელიც გარშემორტყმულია მაღალი ფიჭვებით. თავისი მდებარეობის წყალობით, სახლს არ აქვს სამეზობლოდ შენობები და სამხრეთიდან აკრავს ტყის დიდი მასივი.
სახლისთვის სახელი ჩამოყალიბდა, მისი ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადების ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული და საპირისპირო სტილებიდან გამომდინარე. ჩრდილოეთის მხრიდან, ანუ გზიდან, ფასადი წარმოდგენილია მონოლითური, ერთგვაროვანი კედლის სახით, რითიც ქმნის მაქსიმალური უსაფრთხოებისა და სიმყუდროვის განწყობას. ჩრდილოეთისაგან მკვეთრად კონტრასტული, სამხრეთის მხარე კი მაქსიმალურად გახსნილია, საცხოვრებელი სივრცისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთქმედების სრულიად ერთიან ინფრასტრუქტურულ გარემოდ აღქმას შესაძლებელს ხდის სწორედ ამ ფასადზე განლაგებული დიდი რაოდენობის პანორამული ფანჯრები.
ჩვენ სახლი გავყავით ორი სხვადასხვა ფუნქციის, ტექნიკურ და ძირითად ბლოკად. პირველ ბლოკში შედის ავტოფარეხი, ტექნიკური ნაგებობები, პერსონალის საცხოვრებელი სივრცე ორი საძინებლით და დასასვენებელი ოთახით, რომელიც ძირითად ბლოკს უკავშირდება სამრეცხაო ოთახზე გავლით. ხოლო, ძირითადი ბლოკი - ეს არის სამსართულიანი შენობა, სადაც განთავსებულია ორსინათლიანი სასტუმრო ოთახი, კინოდარბაზი, დანარჩენი სივრცისგან სრულად იზოლირებული და საკუთარი საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი მეპატრონეთა საძინებელი ბლოკი. ასევე, რეკრეაციული სართული დიდი ტერასით, რომელიც ნიშნულით ტყის ხეების დონეზე მდებარეობს.
სახლის პერიმეტრზე ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილება სახლის მეპატრონეებს ჩუქნის მხოლოდ სასიამოვნო განწყობას, რადგან ყოველი წერტილიდან საშუალება ეძლევათ დატკბნენ პანორამული ფანჯრებიდან გადაშლილი ხედით, ან და ავეჯის მიერ შექმნილი აქცენტებით ინტერიერში.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები