ამ პროექტის მთავარი ამოცანა იყო დამკვეთის ტექნიკური დავალების შესრულება, რომელიც გულისხმობდა მაქსიმალური რაოდენობის ფუნქციების განთავსებას სახლში და მათი თანმიმდევრული ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას. ამიტომ, ძირითადი, ტიპიური თანამედროვე ქალაქგარე სახლისთვის დამახასიათებელი ფუნქციების გარდა, პროექტში გათვალისწინებულია სპა ბლოკი, ტრენაჟორების დარბაზი, ღვინის სათავსო, გალერეა, საბანკეტო დარბაზი და სხვა სივრცეები.ყველაფერი ეს და ამასთანავე სახლის ვიწრო ნაკვეთზე განთავსებამ განსაზღვრა მისი არქიტექტურული სახე.
სახლის ქვედა ნაწილი მკვეთრად გამოხატული სტილობატია მოდერნისტული გალერეის სტილში. ხოლო ბარნჰაუსები, ფუნქციური ამოცანების გადაწყვეტასთან ერთად, კომპლექსს ქმნიან კომპოზიციურად სრულყოფილს და სახლს არა უბრალოდ მასიურ არქიტექტურულ ნაგებობად, არამედ ცალკეული ბარნჰაუსებისგან შემდგარ ესთეტიურ და მყუდრო "სოფლად" წარმოაჩენენ.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები