პროექტის აღწერა

ჩვენ ვეცადეთ ეს 1000+ კვ. მეტრი ფართის მქონე სახლი განგვეთავსებინა ისე, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო მოცილებული სამეზობლო საზღვრისაგან და მისი დათვალიერება შესაძლებელი ყოფილიყო ყველა მხრიდან. ამასთანავე, სახლი ავწიეთ გზის დონიდან უფრო მაღალ ნიშნულზე, იმისათვის რომ გაფართოებულიყო ჰორიზონტი და სახლიდან ხედვის არეალი. გარემო ხედები კი ძალიან საინტერესოა, ერთი მხრიდან ტყეა, მეორე მხრიდან - მინდორი.

სახლი ორსართულიანია: პირველი სართული საერთოა, ხოლო მეორე - მხოლოდ ოჯახისათვის. ამავდროულად, პირველ სართულს გააჩნია რამდენიმე სხვადასხვა დონე: ავტოფარეხისა და სპორტული დარბაზისათვის. ავტოფარეხი სახლის ძირითადი ნული ნიშნულიდან დაწეულია 45 სანტიმეტრით, რომ უფრო მოსახერხებელი გახდეს ჯერ ქუჩიდან მანქანით ფარეხში და შემდეგ კი სახლში შემოსვლა. ხოლო, სატრენაჟორო დარბაზი, ამავე ნულიდან დაწეულია 60 სანტიმეტრით, რაც უფრო მეტად ამაღლებს დარბაზის ჭერს და ჰაეროვნებას მატებს სივრცეს.

რაც შეეხება მოსაპირკეთებელ მასალებს, აქ ისინი გვხვდება სამი სახეობის: ანტრაციტის კერამოგრანიტი, კლინკერის აგური, და ასევე, დიდი ზომის დაუმუშავებელი ბუნებრივი ქვა. აგური გამოყოფს მეორე სართულის საძინებლების ბლოკს ძირითადი შენობისაგან, კერამოგრანიტი, თითქოს სახლს გამოყოფს მიწისაგან და ქმნის ილუზიას, რომ სახლის მეორე სართული ჰაერში მოფარფატეა. ხოლო ქვა გამოყენებულია ტაქტილურ ზონებში: შესასვლელებისა და ტერასების ზონაში. უკანა ეზოს მხარეს მეორე სართულის სივრცე შემოსაზღვრულია დიდი ჩარჩოთი, რომლებიც მეზობელი ეზოებისაგან ფარავს სართულის მთელ პერიმეტრზე არსებულ შემინულ საძინებლებს. ეს ჩარჩო შესრულებულია კერამოგრანიტით. მინას აქ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს: იგი არა მხოლოდ დღის სინათლით განათებით უზრუნველყოფს შენობას, არამედ, შეიძლება ჩაითვალოს მოსაპირკეთებელი მასალის მეოთხე სახეობად., რომლის გამოყენებითაც სახლი ერთგვარად შეზრდილია საკუთარ შემოგარენში.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

მეორე სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე