UGGE

საცხოვრებელი კომპლექსის კეთილმოწყობა

პროექტის აღწერა

ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენი მიზანი იყო შეგვემუშავებინა საცხოვრებელი კომპლექსის კეთილმოწყობის ერთიანი დიზაინ - კოდი. კომპლექსი შედგება 7 მრავალბინიანი სახლისაგან. იქიდან გამომდინარე, რომ ეზოს სივრცე შემოსაზღვრულია არსებული კორპუსებითა და საბავშვო ბაღის ტერიტორიით, კონცეფციის საფუძვლად იქცა იდეა, რომ შექმნილიყო იზოლირებული დახურული ეზო საკუთარი მყუდრო ტყის მიკროკლიმატით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ამ საცხოვრებელი კომპლექსის ბინადრებისთვის.

მთელი ეზო შედგება წრეზე განლაგებული მარყუჟებიანი სარბენი ბილიკებისაგან, რომელიც გაჭრილია გამწვანებულ გორაკებს შორის, აქვე ვხვდებით სხვადასხვა დანიშნულების მრავალრიცხოვან აღჭურვილობებს: საბავშვო და სპორტულ მოედნებს, რეკრეაციულ ზონებს, გადახურულ პერგოლებს სამუშაოდ ან გასართობად, აღჭურვილს დენის წყაროებით. ეზოს სივრცის  ცენტრალურ სარეკრეაციო ზონად გვევლინება მრგვალი საფეხმავლო მოედანი შადრევნთი, რომლის გარშემო ალაგ - ალაგ განთავსებულია სკამები. დამატებით აქცენტებს აღნიშნულ ზონაში ქმნის ნეკერჩხლისა და ალუბლის ხეების კორომები, რომელთა საშუალებითაც გაზაფხულზე და შემოდგომაზე იქმნება ულამაზეს ფერთა გამა.

კეთილმოწყობის კონცეფცია შესრულდა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეერწყმება ფასადი გარშემომყოფ ეკოსისტემას. ასევე, მნიშვნელოვანია ეკოლოგიის მხარდაჭერა, ამიტომ ყველგან გამოყენებულია ნატურალური მასალები: აგური და ხე. საბავშვო დანადგარები და მცირე არქიტექტურული ფორმები ასევე დამზადებულია ხისგან.

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე