GREEN QUARTER

საცხოვრებელი კომპლექსის გაუმჯობესება

პროექტის აღწერა

ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა საცხოვრებელი კომპლექსის, რომელიც შედგება ავტოსადგომებით, სახანძრო და მრავალფუნქციური გასასვლელებით გარშემორტყმული ორი მრავალბინიანი კორპუსისაგან, კეთილმოწყობის შემუშავება. მთელი ეს ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობის ერთიანი ქსოვილის მთლიანობას არღვევს, რადგან ფეხით მოსიარულეთათვის მთელ რიგ წინააღმდეგობას ქმნის, რადგან მიმდებარე გარემო საშუალებას არ იძლევა შეიქმნას უსაფრთხო და კომფორტული გარემო. ამის გამო, ჩვენ სრულად შევცვალეთ კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილების პრინციპი და გასასვლელების რესტრუქტურიზაცია ჩავატარეთ. ამგვარად, ჩვენ არა მხოლოდ გავაერთიანეთ მთელი ტერიტორია, არამედ, ჩამოვაყალიბეთ წრიული ფორმის სასეირნო მარშუტები, გავზარდეთ მწვანე საფარის მასშტაბი და ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის ტერიტორიაზე ყოფნა გავხადეთ უსაფრთხო.

საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ჩვენ დეტალურად შევიმუშავეთ ფუნქციური ზონირება. აქ სტანდარტული ფუნქციებია სპორტი, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვთა სათამაშო მოედნები, წყნარი დასვენების ზონები. განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდეთ ჩრდილიან ადგილებს, რომლებიც კრასნოდარის მზიანი დღეების სიმრავლიდან გამომდინარე, გაგრილების საუკეთესო ადგილებად გვევლინება. სხვადასხვა ფორმის პერგოლების არსებობა ტერიტორიაზე იმეორებს მიდამოს პლასტიკას და განლაგებულია ყველა ტიპის ზონაში.

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე