ეს არის კეთილმოწყობის პროექტი 1,275 მ2 ფართზე განლაგებული რეზიდენციისა, რომელიც ყურის ნახევარკუნძულზეა. გარეგნულად, სახლი მინიმალისტურ მოდერნისტულ ბლოკს წააგავს, ამიტომ კეთილმოწყობის მთავარი იდეა იყო სახლის ჰარმონიული ჩასმა მიმდებარე ლანდშაფტში.
შევეცადეთ ლანდშაფტური დიზაინი მაქსიმალურად ბუნებრივი ყოფილიყო, თითქოს მრავალი წლის წინ შეიქმნა. ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კეთილმოწყობა სახლის გაგრძელებაც ყოფილიყო და ასევე კონტრასტულიც, ხაზი გაესვა მის სკულპტურულ და არქიტექტურულ სიდიადეზე.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები