ISKRA

საზოგადოებრივი სივრცის დიზაინი

პროექტის აღწერა

რესტორანი Iskra -ეს არის თამამი და ჰარმონიული პროექტი, რომელიც განასახიერებს ინისა და იანის ფილოსოფიას სინათლისა და ჩრდილის ბალანსის მეშვეობით. ფერთა მონოქრომული პალიტრა, ერთდროულად ლაკონური და ამავე დროს ბრუტალური. და ეს ყველაფერი ერთობლიობაში განასახიერებს თანამედროვეობის მუდმივ კლასიკას. ძირითადი ყურადღება ეთმობა ფორმებს, მასალების ტექსტურებს და დაკვირვებით შერჩეულ აქცენტებს, რომლებიც ინტერიერს დინამიკასა და ექსპრესიულობას მატებს. დიზაინერული ავეჯი და ხელოვნების ნივთები ავსებს და კრავს კომპოზიციის ერთიანობას.

კონტრასტების კონცეფცია და შავ - თეთრი პალიტრის ჰარმონიული შერწყმა უსასრულობასა და ხელშეუხებლობასთან ასოცირდება და ქმნის სიმშვიდისა და ელეგანტურობის განცდას. დეკორატიული ელემენტები, როგორიცაა ბუნების სიმბოლოები ტოტების სახით, აღძრავს გარემომცველი სამყაროს სილამაზის ასოციაციას და ბუნებრივ სითბოს მატებს კლასიკური და მკაცრი იერის ინტერიერს. ღია სამზარეულო საშუალებას აძლევს სტუმრებს თვალი ადევნონ კერძების მომზადების პროცესს, რისი საშუალებითაც იმატებს ინტერაქიის მომენტი და იქმნება ხალისიანი ატმოსფერო.

 ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს განათება.

განათებების ხაზები და პანელები, რომლებიც განთავსებულია სტრატეგიულად მომგებიან ადგილებში მთელი სივრცის პერიმეტრზე, ხაზს უსვამს შენობის გეომეტრიას და აყალიბებს ზონებს მასში. ამასთანავე, ქმნის მყუდრო და კომფორტულ დასასვენებელ სივრცეებს. მეორე სართულის თეატრალური განათება და მაგიდების სანათები ინტერიერში აძლიერებს იდუმალებისა და დამაინტრიგებელ საერთო ეფექტს.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

მეორე სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

პროექტის ზოგადი მიმოხილვა



პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე