BETERA OFFICE

საზოგადოებრივი სივრცის დიზაინი

პროექტის აღწერა

ამ ორსართულიანი ოფისის მთავარი თავისებურებაა ის, რომ შენობის ფასადები სრულად შუშისგან არის დამზადებული და ფანჯრების გასწვრივ თანამშრომლების სამუშაო ადგილების გათვალისწინება იყო საჭირო.

კომპანიაში ბევრი სხვადასხვა ქვედანაყოფი და გუნდია,  რაც პრივატულობას მნიშვნელოვანს ხდის, ამიტომ გეგმარება უფრო კაბინეტური გამოვიდა, ვიდრე ღია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენ ყველა შუშის კაბინეტში, გავითვალისწინეთ ფარდები მეტი პრივატულობისთვის.

სამუშაო სივრცის ორგანიზების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომელთა დასვენების ადგილებზე: თითოეულ ბლოკში განთავსდა რეკრეაციული ზონა სხვადასხვა ფუნქციით და თითოეულ ასეთ ზონას გამოყენების რამდენიმე სცენარი აქვს. მაგალითად, არის დასასვენებელი ადგილი, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვიდეო თამაშებით გაერთონ, ასევე შესაძლებელია ამ ზონის მარკეტინგის დეპარტამენტის ფოტო გადაღებების ორიგინალურ სივრცედ გამოყენება.

ამრიგად, დამკვეთის უჩვეულო საწყისი მონაცემებისა და სპეციფიკური ტექნიკური დავალების თანახმად, ჩვენ შევძელით თანამედროვე არატრივიალური საოფისე ფართის შექმნა, რომელიც არის როგორც ღია, ასევე პრივატულიც და რომელიც თანამშრომლებს სხვადასხვა სამუშაო სცენარის განხორციელებაში ეხმარება.

  • BETERA OFFICE
  • BETERA OFFICE
  • BETERA OFFICE
  • BETERA OFFICE
  • BETERA OFFICE
  • BETERA OFFICE

მე-11 სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა

მე-12 სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე