Bat Norton ტანსაცმლის ბრენდის შოურუმის დიზაინი - პროექტია დიზაინის მაგარი იდეით, ვინაიდან თავად ბრენდს საკუთარი უნიკალური კონცეფცია და ფილოსოფია გააჩნია, რომლითაც გაჟღენთილია კომპანიის კორპორატიული იდენტობა, ლოგო, ტანსაცმლის თითოეული დეტალი,სწორედ მისი ასახვა ვცადეთ ინტერიერში. ბრენდული ნივთების ძირითად ფერთა პალიტრა მოიცავს 2 ფერს: შავსა და თეთრს. აქედან გამომდინარე, ინტერიერის ფონად ავარჩიეთ თეთრი, რომელთანაც აქტიურ კონტრასტშია შავი გეომეტრიული ელემენტები და დეტალები.
ამრიგად, ამ პროექტში ყველაფერი Bat Norton-ის ლოგოს გამოსახულებიდან დაწყებული ინტერიერის ელემენტებით დასრულებული გაჟღენთილია საერთო იდეით, საერთო დიზაინ-კოდით, რომელიც ქმნის უნიკალურ ტრენდულ კამერულ ატმოსფეროს.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები