ამ პროექტში მთავარი პირობა, დომინანტი და იდეის წარმომქმნელი ფაქტორი გახდა თვალწარმტაცი წყალსაცავის გასწვრივ მდებარე საოფისე შენობის მდებარეობა. ამიტომ, ისევე როგორც დაგეგმარების სტრუქტურა, მოსაპირკეთებელი მასალებიც და ასევე დიზაინერული გადაწყვეტილებებიც კი შენობის პანორამული ფანჯრების სიმრავლის გათვალისწინებითა და იქიდან გადაშლილი ხედების მიხედვითაა მიღებული.
ჩვენ ვეცადეთ შენობის შიდა სივრცე ისე მოგვეწყო, რომ ფანჯრის მიღმა არსებული ლანდშაფტი მაქსიმალურად ასახულიყო მასში. პირველ რიგში ეს იწყება პანორამული ფანჯრებიდან, რომლის გასწვრივ განვათავსეთ არასწორხაზოვანი ქვიშიანი სტრუქტურა ქვიშის დიუნების გამოსახულებით, რითიც შევქმენით ხელოვნური სანაპიროსა და პლაჟის იმიტაცია. ბუნებრივობა ასევე ასახულია მის იდენტობაში, რაც ძალიან დეტალურადაა ნაჩვენები მთელ დიზაინში: ოფისის შესასვლელში განთავსებული განსაკუთრებული ფორმის ქვის ლათინური ასო „A”, კარის სახელურები დიზაინერისაგან, დამტენი მოწყობილობები, რომლებიც ინტეგრირებულია ავეჯში - ყველა ეს დეტალი ბუნებრივად ერწყმის ინტერიერის მთელ სტილს და გადმოსცემს ბანკის ძირითად არსს.
ოფისის გეგმარებითი გადაწყვეტა წარმოადგენს დერეფნული წყობისა და ღია სივრცის სიმბიოზს. ვინაიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთის მხრივ, გვქონოდა სამუშაოდ მყუდრო და კომფორტული იზოლირებული კაბინეტები, შეხვედრების ოთახები და დასასვენებელი ადგილები, ხოლო მეორე მხრივ, ყველა ეს სათავსი ყოფილიყო საერთო სივრცის ნაწილი, რომლებიც ბევრი ფიქრისა და სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, კომფორტულ და საქმიან გარემოს ქმნის სწორი ზონირების დამსახურებით.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები