პროექტის აღწერა

ეს პროექტი განკუთვნილია პატარა ბავშვიანი ახალგარზრდა ოჯახისათვის, რომლებსაც სურთ მყუდრო, თბილი ფერებით გაჯერებულ ინტერიერში ცხოვრება, და ყოველ ჯერზე, სახლში მისვლისას, ჰქონდეთ კომფორტი, სიმშვიდე და უსაფრთხოების განცდა.

ინტერიერის ერთ - ერთ გამორჩეულ მახასიათებლად გვევლინება ანტრესოლი, რომლის არსებობა განაპირობა ბინაში არსებულმა მაღალმა ჭერმა. აღნიშნულ სივრცეში ჩვენ ცოლ - ქმრისათვის მოვაწყეთ ორი სამუშაო ადგილი. ანტრესოლის ქვეშ განვათავსეთ სამზარეულო და სასადილო სივრცე.

აუცილებელ ელემენტად დამკვეთებმა მოითხოვეს სასტუმრო ოთახში დიდი სავარძელი თავისივე სანათით. ეს დეტალი საშუალებას იძლევა საღამოს საათებში კომფორტულ გარემოში კითხვისა და დასვენებისათვის.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე