პროექტის აღწერა

ბუნებრივი მინიმალიზმი კლასიკური ელემენტებით - ამ პროექტის კონცეფციაა. ჩვენი ამოცანა იყო მეტად ლაკონური და კომფორტული სივრცის შექმნა, თუმც ქალაქის ისტორიული სულისკვეთების აქცენტით, რისთვისაც შუშის ვიტრინები, ჭერის კარნიზები და ფრანგული ნაძვის პარკეტი გამოვიყენეთ.

აქცენტის მიზნით, ავირჩიეთ calacatta viola ბუნებრივი ქვის ცივი ფერები, რომელიც რბილ კონტრასტს ქმნის ხისა და დეკორატიული თაბაშირის მასალასთან.

პროექტში დიდი ყურადღება მივაქციეთ განათებას, თითოეულ ოთახში 3 განათების სცენარით: ზოგადი შუქი (ზედა), დეკორატიული შუქი (თვალის დონეზე) და მორიგე შუქი (იატაკიდან 150 მმ-ზე ისე, რომ თვალი ვერ ხედავს სინათლის წყაროს). ყველა ოთახში ასევე გავითალისწინეთ სავენტილაციო და კონდიცირების სისტემა, ამასთან ჭერის დაწევას მხოლოდ ლოკალურად ვეცადეთ, სივრცის სიმაღლისა და მოცულობის შესანარჩუნებლად.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე