ამ პროექტის მთავარი კონცეპტუალური იდეა იყო ორი მცნების: ლოგიკა და ელეგანტურობა, შერწყმა.
გეგმარებითი გადაწყვეტისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეგვენარჩუნებინა სამზარეულო-საერთო ოთახისათვის მაქსიმალური ფართი. ამასთანავე, საძინებელი და საბავშვო ოთახები ყოფილიყო სრულყოფილი. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული დამატებით სათავსებზე, ბინაში გათვალისწინებულია საგარდირობე და სამრეცხაო ოთახები.
მთლიანი ინტერიერი გადაწყვეტილია მშვიდ ფერთა გამაში. ერთგვაროვანი ბაცი ტონალობის უბრალოება შერწყმულია მარმარილოს, ხისა და ბეტონის რთულსა და სხვადასხვაგვარ ფაქტურებთან. ამ ყველაფერს ავსებს სხვადასხვა ტონალობის კეთილშობილი ლურჯი ფერი. შექმნილ გარემოს სიცოცხლესა და სიხალისეს სძენს მრავალფეროვანი მხატვრული ნაწარმოებები, რითიც ხაზს უსვამს ბინის მფლობელების სიყვარულს სილამაზისადმი.
ბინაში ცალკე ყურადღებაა გამახვილებული სინათლეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო განათების სხვადასხვა სცენარის განვითარება: სინათლეს თავისი ფუნქციური დანიშნულების გარდა, ამ ბინაში აქვს კიდევ სხვა ფუნქცია - იგი ავლენს და ხაზს უსვამს გამოყენებულ მასალებსა და მოცულობას. ზოგიერთი სანათი სპეციალურად ამ პროექტისათვის შევქმენით.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები
არ იცით საიდან დაიწყოთ? გაიარეთ ჩვენი ვიქტორინა - ეს დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ თქვენი სურვილები და შემოგთავაზოთ საუკეთესო გამოსავალი.