ინტერიერი, სადაც გავაერთიანეთ ქალაქის ისტორიულობა და თანამედროვე არტ-ობიექტები. დიზაინ-კონცეფციის საფუძველი გახდა დამკვეთის ხელოვნებისადმი სიყვარული.
გაბედული და არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებების დიდი რაოდენობა ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.მაგალითად,საერთო სივრცის ვიზუალურ აქცენტს წარმოადგენს ჭრილი ქვა სამზარეულოს ფართუკზე, რომელიც მეორდება შემოსასვლელში გამავალი კარის ღიობში. ქალაქის ისტორიული კონტექსტის ხაზგასმას ვცდილობდით, მაგრამ მოზომილად, ამიტომ ჭერზე განათავსეთ ფაქიზი ნაძერწი ელემენტი.მასთან კონტრასტშია მეტალი, რომელიც წერტილოვანი ინტეგრაციით ჩნდება სივრცეში: სამზარეულოს ფასადები, სკამების ფეხები, ღუმელი.
მოზომილად კონტრასტული მასალების კომბინაციები შეიმჩნევა აპარტამენტის ყველა ოთახში. ისინი, ისევე როგორც კასტომიზებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხმიანებიან მეპატრონეების ცხოვრების სტილს, ქმნიან უნიკალურ, პერსონალიზებულ ინტერიერს საკუთარი ხასიათით.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები