ამ სახლის ინტერიერის, ისევე, როგორც მისი მთლიანი არქიტექტურული გადაწყვეტა, წარმოადგენს თანამედროვე მინიმალიზმისა და ქართული კოლორიტული სტილის ნაზავს. დამკვეთებს სურდათ სახლი ყოფილიყო მყუდრო, ნამდვილი ოჯახური ბუდე. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნები ამ საკითხების გათვალისწინებითა და გადაწყვეტილების თვალსაზრისით წარმოადგენდა: კომფორტულ სახლს, კომპლექსური, მაქსიმალურად აღჭურვილი საინჟინრო ქსელებითა და დიზაინერული გადაწყვეტილებით. თუმცა, ამასთანავე, იგი არ უნდა ყოფილიყო ძალიან ძვირი და გამომწვევი.
დიზაინში, ისევე, როგორც სახლის არქიტექტურაში, ჩვენ გვინდოდა აგვესახა ადგილმდებარეობისა და ადგილობრივი კოლორიტის თავისებურება. სწორედ ამიტომ, ექსტერიერში გამოყენებული მასალები თითქოს ერთგვაროვნად გადაედინება ინტერიერში და იქ გამოყენებულ მუქ ხესა და ქარიზმატულ კესონური ჭერთან შერწყმით პოულობს თავის გაგრძელებას.
ინტერიერში ფონად გამოყენებულია ღია შეფერილობა. მასში აქცენტების სახით გვხვდება მუქი ელემენტები, არასტანდარტული ავეჯი და ნივთები. მთელი სახლი შექმნილია ერთიან სტილში, რომელიც მეორდება მის ყველა სათავსში.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები