პროექტის აღწერა

ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენც და ჩვენს დამკვეთსაც გვქონდა ერთიანობისა და მთლიანობის მოლოდინი. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ისეთი ინტერიერი, რომელიც ლაკონური და მინიმალისტური არქიტექტურის სტილის სახლის გაგრძელება იქნებოდა. ფასადის მოსაპირკეთებელი ხის მასალა თითქოს ერთგვაროვნად გადადის სახლის შიდა სივრცეში. როდესაც ინტერიერში საერთო ფონს ვარჩევდით, ნაცრისფერსა და კრემისფერს შორის უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭეთ მეორეს, როგორც უფრო თბილსა და მყუდროს.

ჩვენ ვეცადეთ მიგვეღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ინტერიერი ადვილად და სწრაფად განსახორციელებელი ყოფილიყო: მინიმალური რაოდენობის ერთმანეთთან დაკავშირებული სამშენებლო კვანძები, სადაც შესაძლებელია შეცდომების დაშვება. ამასთანავე, სივრცეს ინდივიდუალიზმსა და ესთეტურობას მატებს არაჩვეულებრივი ავეჯი და ინტერიერის წერტილოვანი აქცენტები, რომელიც თავის თავში აერთიანებს ერთდროულად მინიმალიზმსა და იაპონური არქიტექტურის თემატიკას.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

მეორე სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

არქიტექტურული პროექტი



პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე