პროექტის აღწერა

ეს არის დიდი ვილის დიზაინ - პროექტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ მინიმალისტურ სტილში, და ამასთანავე ყურადღება გავამახვილეთ ეროვნული მახასიათებლების საინტერესო დეტალებზე.

ფასადის ძირითადი ფონია ღია რუხი შეფერილობის კედლები, სადაც აქცენტებად გამოყენებულია ხის ორი სახის პანელები და მიკროცემენტი. სახლის შიგნით და გარეთ მცენარეების სიმრავლე ინტერიერს აცოცხლებს და მყუდროებას ანიჭებს. ასევე, ჩვენ დამკვეთის კიდევ ერთი სურვილი გავითვალისწინეთ - არაორდინალური და უნიკალური ფორმის ავეჯი.

აღსანიშნავია ვილის ზონალურ - გეგმარებითი კომპონენტი, რადგან არაბული ქვეყნების წარმომადგენელი დამკვეთებისათვის იგი უნიკალური და ტრადიციულად მნიშვნელოვანია:

  • სარდაფის სართული - გასართობი დანიშნულების სართული, იქ განთავსებულია კინოთეატრი და სათამაშო ზონა ბავშვებისათვის;
  • პირველი სართული პატარა შიდა ეზოთი გაყოფილია სამ ზონად - ერთი სტუმრების მისაღებად, ხოლო ორი დანარჩენი - დამხმარე პერსონალისთვის და საოჯახო, რომელიც აერთიანებს სამზარეულოს, სასტუმრო ოთახს, სპორტულ დარბაზს, სასტუმრო ოთახსა და ტერასაზე გასასვლელს;
  • მეორე სართული მთლიანად ოჯახისთვისაა განკუთვნილი - მთავარი საძინებლის კვანძით, საბავშვო და სასტუმრო ოთახებითა და კაბინეტით.

სარდაფის სართულის გეგმა

სარდაფის სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

მეორე სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე