ამ პროექტში ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ქალაქგარეთ მდებარე მცირე ზომის სახლის ინტერიერის დიზაინ-პროექტის შემუშავება. დამკვეთის სურვილის მიხედვით, ინტერიერი უნდა ყოფილიყო მშვიდი, პასტელური ფერების მქონე მინიმალისტური სტილის. ქაოსის თავიდან არიდების მიზნით, ინტერიერში მრავლად შევხვდებით დახურულ სათავსებს, ერთგვარ შესანახ სივრცეებს, რადგან სახლში არსებულ მრაცალრიცხოვან საგნებსა და ნივთებს ქონდეს თავისი შესანახი ადგილი.
დიზაინში გამოყენებული ფერის ძირითადი პალიტრა არის ბაცი პასტელური ტონები შავი ხის დეტალებისა და კაკლის ვინირის აქცენტებით. სახლში შესვლისას პირველი, რასაც შეხვდებით, ეს არის პროექტის ერთ-ერთ პირველი მახასიათებელი - ვინირებული კუბი, რომელიც აერთიანებს კიბეების, იატაკის, კედლებისა და ჭერის სივრცეებს. ამასთანავე, ჩვენ შევძელით და კიბის ქვეშ არსებული სივრცე ეფექტიანად გამოვიყენეთ: იქ მოვაწყეთ დახურული შესანახი ადგილი, რომელში მოხვედრაც შესაძლებელია ვიზუალურად დამალული კარის საშუალებით. კუბის სივრცე ბუნებრივად ერწყმის შემოსასვლელის სივრცეს, რომელიც ფორმით წრის ნაწილს მოგვავონებს და რომელშიც დახურული სათავსებია განლაგებული, მასში გამოყენებულია იგივე მასალები, რაც კუბში და ეს ერთგვარად ასრულებს და კრავს კომპოზიციას. ხის ელემენტები გაჯერებული კაკლის ხის შეფერილობისაა და სახლის მთლიან სივრცეში გვხვდება. სწორედ ამის წყალობით, მთელი სივრცე შეკრულია და ქმნის მყუდრო ატმოსფეროს.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები