Oasis Resort არის სასტუმრო კომპლექსის პროექტი, სადაც თანამედროვე დიზაინი ხვდება მდიდარ ისტორიასა და ტრადიციას. პროექტის კონცეფციაზე მუშაობის დროს ჩვენი შთაგონების წყარო გახდა ალ ბაჰარის ისტორიული კოშკები აბუ-დაბიში. პროექტს ძირითად საფუძვლად დავუდეთ შენობების ორიგინალური პლასტიკა და მასში გამოყენებული სპეციფიკური სამშენებლო მასალები. ამრიგად, შედეგად მივიღეთ თანამედროვე არქიტექტურული პროექტი, რომელიც მიმზიდველია არა მხოლოდ თავისი კომფორტულობით და რეკრეაციული ფუნქციებით, არამედ თავისი ისტორიული ღირებულებით.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები