ამ პროექტში საპროექტო ნაკვეთი მდებარეობს უსწორმასწორო რელიეფზე, საიდანაც მოჩანს მთის მასივისა და თბილისის არაჩვეულებრივად ლამაზი ხედები.
ჩვენ წინაშე იდგა ამოცანა, სახლი განგვეთავსებინა ისე, რომ შენობის ძირითადი ორიენტაცია მიმართული ყოფილიყო ყველაზე საინტერესო ხედისაკენ და ამასთანავე, გამოგვეყენებინა ნაკვეთის რელიეფის ყველა უპირატესობა. სწორედ ასეთი ხერხის გამოყენებით ჩამოყალიბდა მომავალში სამშენებლო ობიექტის კონტური.
ქუჩის მხარეს არსებული შენობის საინტერესო იერ - სახე წააგავს ‘ბარნის’ ტიპის გეომეტრიულ ფორმებს, რომელსაც ერთობლიობაში აყალიბებს ავტომანქანებისათვის მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობელი, შესასვლელები და მანსარდის სართული. სახლის ძირითადი ზონა განთავსებულია სტილობატში - სახლის სვეტებიან შემინულ ქვედა ნაწილში. სახლის ეს ნაწილი პირდაპირ უკავშირდება ეზოს სივრცეს და იზოლირებულად არის დახურული ქუჩისგან. ფასადების მკაფიოდ გეომეტრიული იერ - სახის იდეის შენარჩუნების მიზნით, ძირითად მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებულია გვერდებწამახული ხის ფიცრები, არასტანდარტულ აგურთან ერთად. კომპოზიციის დამატებად გვევლინება ბოჭკოვანი რკინაბეტონის პანელებით მორთული კონსოლების ერთობლიობა. ანტრაციტის საფანჯრე ბლოკებთან და ხის ფიცრებთან ერთად ისინი ქმნიან არაჩვეულებრივ მინიმალისტურ სტილს.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები