ეს არის არც თუ ისე დიდი სახლი, რომელსაც გარეგნული მონაცემების მიხედვით შეუძლია ბუნებრივად შეერწყას მიმდებარე გარემოს. სწორედ ეს იყო მთავარი იდეა, რომელიც პროექტს საფუძვლად დაედო. იმის გამო, რომ სახლის კედლებად გამოყენებულია მინა სარკისებური დაფერვით, ინტერიერიდან იშლება ულამაზესი პანორამა, ხოლო, გარედან სახლის ფასადზე ირეკლება მიმდებარე გარემო და იქმნება ეფექტი, რომ სრულადაა შერწყმული მასში.
ფუნქციურად სახლი შედგება ორი ნაწილისაგან: საცხოვრებელისა და საუნისაგან. მათ ერთმანეთთან აკავშირებს ტერასა, რომელიც თითქოს ხიდის ფუნქციასაც ასრულებს. საცხოვრებელი ბლოკი აღჭურვილია ყველა აუცილებელი დეტალით, რაც საჭიროა ბუნებაში ცხოვრებისათვის. მასში შედის სანკვანძი საშხაპე კაბინით, საძინებელი დიდი ადგილით, მინისამზარეულოთი და შესანახი სათავსებით.
ეს პროექტი უნივერსალურია თავისი არსით, რადგან მისი განთავსება შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. ამის საშუალებას იძლევა ის, რომ სახლი მოდულურია და პანელების საშუალებით იწყობა ადგილზევე.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები