არაჩვეულებრივი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი გერმანიაში. ამ შემთხვევაში ჩვენ წინაშე იდგა ამოცანა დაგვეპროექტებინა მაქსიმალურად ფუნქციური ორბინიანი სახლი, რომლის ყველა მთავარი საცხოვრებელი სათავსის ორიენტაცია მიმართული იქნებოდა შიდა ეზოს ხედისკენ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო თითოეული ბინა ყოფილიყო დამოუკიდებელი და მყუდრო. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა სახლის ვიზუალური იერ - სახე.
სახლის მთლიანი სივრცე ორი დამოუკიდებელი კორპუსისაგან შედგება, რომელთა ექსპრესიული იერის ჩამოყალიბებას განაპირობებს იდეალურად გეომეტრიული დახრილი პარაპეტები. სახლის მოცულობაში ინტეგრირებულია მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვები ავტომობილების სადგომებისთვის, რომელთა არსებობა ამძაფრებს ფასადის სიღრმის შთაბეჭდილებას და ხდის სახლს მეტად ინდივიდუალურსა და ცნობადს.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები