პროექტის აღწერა

ეს არის ინდივიდუალური, დიდი ფართის მქონე სახლის პროექტი, რომელიც მდებარეობს საქართველოს ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ქობულეთში.

ამ სახლის საერთო ფართი არის თითქმის 700 კვ. მეტრი და წარმოდგენილია 3 სართულით ნახევარსარდაფის სართულის ჩათვლით, საიდანაც პირდაპირი გასასვლელია ზღვაზე. სახლის მდებარეობიდან გამომდინარე, საშუალება მოგვეცა პროექტში გაგვეთვალისწინებინა დიდი რაოდენობით ტერასების მოწყობა: პირველ დონეზე გამოყოფილია ადგილი ბარბექიუსათვის, მეორე დონეზე - საძინებლების გასწვრივ და ასევე, სახლიდან გამოსასვლელ პირმაღზე, რომელიც, ამავე დროს, ქვედა დონის სახურავია - მდებარეობს ზომით ყველაზე დიდი ტერასა, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი სანახაობა ზღვის ხედით. იმის მიუხედავად, რომ სანაპირო ზოლი ახლოსაა, დამკვეთის სურვილი იყო, ტერიტორიაზე ქონოდა საკუთარი აუზი. ამიტომ, ჩვენ დავაპროექტეთ დიდი აუზი კანტების გარეშე, რომელიც ქმნის ვიზუალურ ეფექტს, თითქოს იგი პირდაპირ ერწყმის ზღვას.

  • KOBULETI RESIDENCE
  • KOBULETI RESIDENCE

სარდაფის სართულის გეგმა

სარდაფის სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია

მეორე სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე