სახლი მდებარეობს ფინეთის ყურის პირველ სანაპირო ზოლში. ჩვენი ამოცანა იყო, არც თუ ისე დიდი სახლის დაპროექტება, ახალგაზრდა ორ-შვილიანი კრეატიული ოჯახის ეპიზოდურად ცხოვრებისთვის. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ვეცადეთ შეგვექმნა wow ეფექტი, როგორც არქიტექტურული ფორმებით, ასევე გეგმარებითი გადაწყვეტილებებით. ასე, მე -2 სართულზე განთავსდა მასტერ- საძინებელი და ოთახში შთამბეჭდავი პანორამული ფანჯრისა და აბაზანის გარდა, დავაპროექტეთ ასევევ შუშის ხიდი. რაც ორშუქიანი სივრცის მისაღები ოთახის გავლით ექსპლუატირებულ სახურავზე ასვლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
სახლის არქიტექტურა ნაკარნახევია რამდენიმე ამოცანის ერთდროულად გადაჭრის საჭიროებით, ფინეთის ყურის სიახლოვეს მდებარეობის უპირატესობის გამოყენებით, ძლიერი მოვარდნილი ქარისგან დაცვის საჭიროების გათვალისწინებით, თითოეული ზონა მაქსიმალურად დაფარული სივრცის შესაბამისად დავაპროექტეთ.
კიდევ ერთი უჩვეულო თავისებურებაა სახლის ლოკაციის შვეულმფრენით წვდომა და, შესაბამისად, ნაკვეთზე შვეულმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედნის არსებობა.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები