მოცემულ პროექტში ლოკაცია აერთიანებს როგორც ნახევარ-საუკუნოვან შერეულ ტყეს, ასევე რელიეფურად განსხვავებულ ღია ტერიტორიას. აქედან გამომდინარე, კეთილმოწყობის მთავარ იდეად იქცა ძირითადი სახლის შენობიდან საკვანძო ზონების, ტერასების სისტემებით წყალსაცავის ხედის გადაშლის პერსპექტივა.
ლანდშაფტური დიზაინი ამ პროექტში აერთიანებს რეგულარული ფრანგული პარკის ხასიათსა და თანამედროვე სკანდინავურ მცირე ქაოტურ გამწვანებას. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალწლოვანი ხე-მცენარეები და შევქმენით ბილიკების სისტემა, რომელიც საკუთარი ნაკვეთის გამოსაკვლევ საკმარისად გრძელ მარშრუტებს მოიცავს. ყოველივე ზემოაღნიშნული, ჩვენს მიერ პროექტში შეტანილი არქიტექტურული პასაჟებისა და გეგმარებითი გადაწყვეტილებების ფილოსოფიური აღქმის ფონზე, თავად სახლის ორგანული გაგრძელებაა.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები